iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და მხარეები
იურიდიული სტატია

ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და მხარეები

3-05-2023, 15:30 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 659 ნახვა
ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და მხარეები

✔ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი ვალდებულებას კისრულობს გადასცეს მყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ქონება საკუთრებაში, ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს ეს ქონება და გადაიხადოს განსაზღვრული საფასური.

✔ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე პირთა გაერთიანებებიც.

✔ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება გახდეს უძრავი ან მოძრავი ნივთი.

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

ყველა ნივთი რომელიც არ მიეკუთნება უძრავ ნივთს არის მოძრავი.

მოძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯებიმყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უძრავი ნივთის გაყიდვისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ეკისრება გამყიდველს.

მოძრავი ნივთის შემთხევაში მის ფაქტობრივ მფლობელად ითვლება მისი მესაკუთრე, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით.

✔ ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. თუმცა სამოქალაქო კოდექსი ადგენს შემთხვევებს, როცა ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით:

როცა ნასყიდობის საგანია უძრავი ქონება;

როცა ნასყიდობა ეხება პირის მთელ ამჟამინდელ ქონებას ან მის ნაწილს;

როცა წერილობითი ფორმა დაადგინეს თვითონ მხარეებმა;

როცა ნასყიდობა იდება განვადებით.

✔ თუ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი, ქონება ნაკლის მქონეა (უფლებრივი ან ნივთობრივი ნიშნით) მყიდველს უფლება აქვს:

ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის შემთხვევაში, მოსთხოვოს გამყიდველს ნაკლის გამოსწორება, ხოლო გვაროვნული ნივთის შემთხვევაში–ნაკლიანი ნივთის შეცვლა;

ნივთის ნაკლის გამოსწორების ან ახლით შეცვლის ნაცვლად, მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად;

მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა;

მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

✔ ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გამოსყიდვის პირობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში გამყიდველს შეუძლია საკუთარი ქონება უკან დაიბრუნოს. თუ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო გამოსყიდვის პირობით, მყიდველს ვადის გასვლამდე (მაქსიმუმ 10 წელი) ეკრძალება ქონების გასხვისება. გამოსყიდვა გამყიდველის უფლებაა და არა ვალდებულება ანუ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ამ პირობით, მაგრამ გამყიდველს შეუძლია გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნასყიდობა, ხელშეკრულება, მხარეები, საგანი, გამოსყიდვა, სახელშეკრულებო სამართალი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

ქონების ცნება

ქონების ცნება

ვრცლად

გამოსყიდვა

გამოსყიდვა

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp