iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

20-02-2023, 15:25 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი / უძრავი ქონების რეგისტრაცია / იპოთეკის რეგისტრაცია 1 201 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

ნასყიდობის ხელშეკრულება არის ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი ურთიერთობა, რის მეშვეობითაც გამყიდველი გადასცემს ქონებაზე საკუთრების უფლებას, ხოლო მყიდველი იხდის შეთანხმებულ ფასს. მყიდველი და გამყიდველი თავიანთი სურვილის ფარგლებში თანხმდებიან ფასზე, შესრულების ადგილზე, დროზე და ნასყიდობის სხვა არსებით პირობებზე. გარდა ამისა, მხარეებს უფლება აქვთ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ გამოსყიდვის უფლებაზეც.

გამოსყიდვის უფლების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველი უკან დაიბრუნებს ქონებაზე საკუთრებას, ხოლო მყიდველი აბრუნებს მიღებულ თანხას. ეს არის გამყიდველის უფლება, რომელიც მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ამაზე პირდაპირი შეთანხმება არსებობს. გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება შესაძლებელია დადებული იყოს მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში. გამყიდველი თავდაპირველი ფასით გამოისყიდის თავის გაყიდულ ქონებას.

შესაძლებელია გამოსყიდვის მომენტამდე ქონების ღირებულება გაიზარდოს, რადგან მყიდველმა ხარჯები გასწიოს, მაგალითად საცხოვრებელი ბინას ჩაუტარა კაპიტალური რემონტი. ასეთ შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს გამოსყიდვის დროს მოითხოვოს ის თანხა, რითაც ქონების ღირებულება გაიზარდა. შესაძლებელია პირიქით მოხდეს, გარკვეული დროის შემდეგ ქონების ღირებულება შემცირდეს, გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს ქონების შემცირებული ღირებულების ფასის გამოკლება. თუ გამოსყიდვის მომენტამდე მყიდველმა ქონება დააზიანა, შეცვალა ან იმგვარი ზემოქმედება იქონია, რომ შემცირდა მისი საბაზრო ღირებულება, მას ასეთი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აქვს. აგრეთვე, მყიდველმა თუ გასხვისა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხევები, როდესაც დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ რეალურად ხელშეკრულების მხარეების მიზანს წარმოადგენს გადაფარონ იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულმა შესაძლებელია პრობლემები შეუქმნას გამოსყიდვის უფლების მქონე სუბიექტს, რადგან მან თუ არ განახორციელა ნასყიდობის საგნის გამოსყიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, იგი კარგავს გამოსყიდვის უფლება, რაც, როგორც წესი, არ აქვთ გააზრებული მესაკუთრეს. აგრეთვე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იპოთეკის ხელშეკრულებიდან განსხვავებით, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, თუ პირი არ გადაიხდის გამოსასყიდ თანხას, მას არ წარმოეშვება რაიმე პრეტენზია საგანთან დაკავშირებით, შესაბამისად, იგი ვერ მოითხოვს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების საგნის რეალიზაციას და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის შემდეგ, დარჩენილი თანხის მისთვის გადაცემას, რასაც ითვალისწინებს იპოთეკის ხელშეკრულება. შესაბამისად, ნასყიდობის საგნის რეალური მესაკუთრე კარგავს, როგორც საკუთრების უფლებას საგანზე, აგრეთვე ნივთის რეალიზაციიდან ნარჩენი თანხის მოთხოვნის უფლებასაც, რადგან ახალი მესაკუთრე გამოსყიდვისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ხდება ნივთის სრულუფლებიანი მესაკუთრე.

მაგალითად, თუ უძრავი ქონება ღირს რეალურად 50 000 დოლარი და პირს უნდა სესხი აიღოს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული ქონებით და სესხის თანხა იქნება პირობითად 25 000 დოლარი, თუ ნივთის მესაკუთრე გააფორმებს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას მას შეეძლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამოსყიდვის ვადაში ამ თანხით ქონება გამოისყიდოს. მაგრამ, თუ პირი ამ ვადაში ვერ გადაიხდის გამოსასყიდ თანხას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პირი დაკარგავს გამოსყიდვის უფლებას და ვერ მოითხოვს ნივთის რეალიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ 50 000 დოლარიან ქონების გასხვისება მოხდება 25 000 დოლარად, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების შემთხევაში შეეძლებოდა პირს მოეთხოვა საგნის რეალიზაცია, კრედიტორის დაკმაყოფილება და დანარჩენი თანხის მისთვის გადაცემა. შესაბამისად, როდესაც მხარეები დებენ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებს უნდა გაანალიზონ ყველა ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა მოყვეს ამ ტიპის ხელშეკრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ფარავს იპოთეკის ხელშეკრულებას, ასეთი ხელშეკრულება სასამართლოს მიერ იქნება ცნობილი ბათილად, როგორც თვალთმაქცური გარიგება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელიც მოითხოვს სასამართლოში ხელშეკრულების ბათილად ცნობას, დაადასტურებს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა წარმოადგენდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

ვრცლად

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp