Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება

იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება



იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, უფლებამოსილია დატვირთოს ქონება იპოთეკის უფლებით.

უზრუნველყოფის საგნის წარდგენით მოვალე ამცირებს კრედიტორის მოსალოდნელ რისკს. იპოთეკური კრედიტის დადგენით კრედიტორს ექმნება იმის გარანტია, რომ რეალიზაციის შედეგად ის დაიკმაყოფილებს მოთხოვნას. იპოთეკის დადგენით კრედიტორი დარწმუნებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაში და ამ შესაძლებლობას იგი სწორედ რეალიზაციის ეტაპზე აღწევს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოვალე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვერ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, ანუ ვერ იხდის საბანკო კრედიტის პროცენტს ან არღვევს გადახდის გრაფიკს. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, რომ მსესხებელს მოსთხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის  საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის  საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მას შემდეგ რაც, კრედიტ ოფიცერი მიიჩნევს, რომ მსესხებელი სავარაუდოდ ვერ შეძლებს პროცენტის გადახდას და თანხის უკან დაბრუნებას, სთავაზობს სესხი უზრუნველყოფილი იქნეს საცხოვრებელი ბინით,რასაც ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი თანხმდება და არ ითვალისწინებს რა შედეგი მოჰყვება ამგვარ შეთანხმებას, რასაც ხელსაყრელად იყენებს გამსესხებელი.

იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზანია ქონების რეალიზაციის შედეგად ფულადი თანხის მიღება. იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მხარეები ასევე შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე.

იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი რეალიზაციის სასურველ ფორმას შეარჩევს მისი ბოროტად გამოყენების მიზნით, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. არასამართლიანი ფასის შემთხვევაში, მოვალეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაერთოს აღსრულების პროცესში და მიიღოს შესაბამისი ფასი იპოთეკის საგანზე ან კრედიტორისაგან სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.  საქართველოში უპირატესობა იძულებით აღსრულებასთან შედარებით, არასასამართლო რეალიზაციის ფორმას ენიჭება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი და მოვალე ვერ შეთანხმდებიან უძრავი ნივთის რეალიზაციის ფორმაზე, აღნიშნული ნივთის აუქციონზე იძულებითი გაყიდვის საკითხს კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს სასამართლო.

სასურველია, მოქალაქეებმა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, კონსულტაცია გაიარონ კვალიფიციურ იურისტთან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები