იპოთეკით ნივთის დატვირთვა
ნივთები იყოფა მოძრავ და უძრავ ნივთებად. როდესაც სესხის ან რაიმე სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად უძრავი ქონება გამოიყენება, ამ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დაიდოს, ხოლო, თუ ვალდებულების უზრუნველყოფა ხდება მოძრავი ნივთით, მაშინ – გირავნობის ხელშეკრულება.
უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
იპოთეკა უძრავ ნივთზე არსებული სანივთო უფლებაა. გირავნობისგან განსხვავებით, იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად: მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით ხდება რეგისტრაცია. საბუთებში აღინიშნება ნივთის მესაკუთრის, იპოთეკარის ვინაობა. ასევე სავარაუდო მოვალე მესამე პირი, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე(ანუ არა იპოთეკით დატვირთული ნივთის ფასი, არამედ ნაკისრი ვალდებულების ღირებულება), სარგებელი და შესრულების ვადა.
არსებობს საგარანტიო და ჩვეულებრივი იპოთეკა.
ჩვეულებრივი იპოთეკის დროს, იპოთეკარის უფლებები საჯარო რეესტრის მონაცემებზეა დამოკიდებული და აუცილებელია სწორად იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, რომ მან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.
საგარანტიო კი,როგორც წესი მიზნად ისახავს მოკლევადიანი სესხების უზრუნველყოფას და მოვალის იძულებას, რომ მან დროულად დააბრუნოს სესხი. მიუხედავად იმისა, იპოთეკა სწორად არის თუ არა რეგისტრირებული, იპოთეკარს ყოველთვის აქვს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.
მთავარი განმასხვავებელი საგარანტიო და ჩვეულებრივ იპოთეკებს შორის არის ის,რომ ჩვეულებრივი იპოთეკისგან განსხვავებით მნიშვნელობა ენიჭება მოთხვნის არსებობას და მის ნამდვილობას და არა რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამასთანავე, საგარანტიო იპოთეკისას საჯარო რეესტრში ზუსტად უნდა აღინიშნოს , რომ მოცემული იპოთეკა არის საგარანტიო. უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობას განსაზღვრავს იპოთეკით დატვირთვის დრო.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
