iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკაზე
იურიდიული სტატია

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკაზე

28-03-2023, 17:44 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 311 ნახვა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკაზე

მოკლე ინფორმაცია ,რაც უნდა იცოდეთ იპოთეკასთან დაკავშირებით :

იპოთეკა ესაა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. იპოთეკა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას იმგვარად, რომ თუ ვალდებულობა არ შესრულდება დროულად და ჯეროვნად, კრედიტორს შეუძლია იპოთეკით დატვირთული ნივთის რელიზაციით ან საკუთრებაში გადაცემით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა;

იპოთეკა ძირითადი ვალდებულების (მაგ.: სესხის გადახდის ვალდებულების) გარეშე არ არსებობს. ამასთან, ძირითადი ვალდებულების შესაბამისად განისაზღვრება იპოთეკის მოცულობა და შინაარსი;

იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს, მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე;

თუ იპოთეკა დადებულია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით (ეს წესი არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და არასაბანკო დაწესებულებების მიმართ);

იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას;

შესაძლოა ერთი და იგივე უძრავი ნივთი რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. ასეთ შემთხვევაში, იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება არა ხელშეკრულების დადების, არამედ საჯარო რეესტრში იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით;

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, შესაძლებელია არ იყოს უშუალოდ ვალდებული პირის საკუთრებაში;

ესაძლებელია იპოთეკა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა გასხვისდეს და გადაეცეს სხვა პირს. იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, მოთხოვნა და ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთკა მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გასხვისდეს;

შესაძლებელია გასხვიდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთიც, თუმცა ასეთ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის თანხმობის აუცილებლობას;

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლების შემთხვევაში, კრედიტორი თავის მოთხოვნას დაიკმაყოფილებს შემდეგნაირად:

1) კრედიტორი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, მესაკუთრესთან შეთანხმებით და მასთან ერთად განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს;

2) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცილის ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოეწყობა იძულებითი აუქციონი და ქონების გასხვისებით მიღებული თანხით დაკმაყოფილდება კრედიტორი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იპოთეკის რეგისტრაცია

იპოთეკის რეგისტრაცია

ვრცლად

იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

იპოთეკა - მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება

ვრცლად

იპოთეკით ნივთის დატვირთვა

იპოთეკით ნივთის დატვირთვა

ვრცლად

იპოთეკის ფარგლების დადგენა

იპოთეკის ფარგლების დადგენა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp