Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ



თავდებობა ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. 

შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებებს.

▶️ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა.

▶️ თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე,ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის  მიმართ იძულებით აღსრულებას .

▶️ თუ თავდები კისურლობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად, მას შეიძლება მოსთხოვონ ვალდებულების შესრულება,ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

ყურადღება უნდა მიაქციოთ :

სესხის თანხას, ვალუტას და დაფარვის პერიოდს

სესხის პროცენტს

თანხის იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ვართ პასუხისმგებელი 

ვადაგადაცილების ჯარიმებს 

სესხის გაპრობლემების შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები