Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ნოტარიუსი

ნოტარიუსი


ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;

გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; 

გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;

გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;

იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;

ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;

ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; 

ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;

გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;

დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;

გასცემს სააღსრულებო ფურცელს;

ასრულებს თამასუქის პროტესტს;

გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;

შესანახად იღებს დოკუმენტებს;

ასრულებს საზღვაო პროტესტს.

ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს. 

სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.

ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან. 

ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზება ხდება ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო შეთავაზების ფორმებს, აგრეთვე საჯარო შეთავაზებისათვის გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია კონსულტაცია გაუწიოს დაინტერესებულ მხარეს. 

ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები