iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა?
იურიდიული სტატია

როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა?

28-02-2023, 15:41 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / მემკვიდრეობა 669 ნახვა
როგორ ხდება სამკვიდრო მოწმობის გაცემა?

სამკვიდრო მოწმობა ეს მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია და მას მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. თუ არის რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამემკვიდრეო საქმეს ასრულებს ნოტარიუსი, რომელსაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. შესაბამისად, ნოტარიუსისთვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

კანონის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, მამკვიდრებლის ანდერძის შინაარსის მიუხედავად, სავალდებულო წილი ეკუთვნით. დასახელებული წილი უნდა იყოს იმის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

ანდერძის არსებობის შემთხვევაში, როდესაც იგი ნოტარიულადაა დადასტურებული, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე ნოტარიუსი მოიწვევს მემკვიდრეებს და შესაბამისად, გასცემს სამკვიდრო მოწმობას.

ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან მის გარეშე. კანონი იცნობს ე.წ. შინაურული ანდერძის ცნებას და განსაზღვრავს, რომ მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. ასეთი ანდერძი სამართლებრივი შედეგების მომტანია. თუმცა, ბუნებრივია, შესაძლებელია ეჭვი გაჩნდეს ანდერძის ნამდვილობის თაობაზე. ამასთან, თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილს ენიჭება.

მემკვიდრეებმა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით. წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიანი ნუსხა არ არსებობს. ნოტარიუსს შესაძლოა წარედგინოს ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა: მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამკვიდრო მოწმობა

სამკვიდრო მოწმობა

ვრცლად

სავალდებულო წილი

სავალდებულო წილი

ვრცლად

სამკვიდროს დაცვა

სამკვიდროს დაცვა

ვრცლად

მემკვიდრის სავალდებულო წილი

მემკვიდრის სავალდებულო წილი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp