iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ქონებრივი დავები » სახლიდან გამოსახლება
იურიდიული სტატია

სახლიდან გამოსახლება

31-05-2023, 11:15 ქონებრივი დავები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi / ადვოკატი / სტატიები 393 ნახვა
სახლიდან გამოსახლება

როდესაც მესაკუთრის ან/და მფლობელის უძრავი ნივთის ხელყოფას ან მისი გამოყენების სხვაგვარად ხელშეშლას აქვს ადგილი ისეთი პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია ამ უძრავი ნივთის მფლობელობის ან/და სარგებლობის უფლება, მესაკუთრეს მისი გამოსახლების მიზნით უფლება აქვს:

1) პოლიციაში განცხადების შეტანის გზით

2) ან სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მოახდინოს უკანონო მესაკუთრეთა გამოსახლება.

ქონების მესაკუთრის მიერ, სასამართლოს მეშვეობით, თავისი საკუთრების უფლების დაცვის სამოქალაქო- სამართლებრივი საშუალებებია: ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელები.

ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაცია ეს არის, მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა.

თუკი უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთი მოისპობა, ასეთ შემთხვევაში სარჩელის საფუძველიც შეიცვლება და სავინდიკაციო სარჩელის ტრანსფორმაცია მოხდება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად.

ვინდიკაციური სარჩელი დაკმაყოფილდება, თუ

მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე- უძრავი ნივთის შემთხვევაში დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, მოძრავი ნივთის შემთხვევაში - შესაძლებელია სხვადასხვა უტყუარი მტკიცებულებების გამოყენებით.

ნივთის მფლობელს ანუ მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

როდესაც საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე უფლებამოსილია ხელშემშლელს მოსთხოვოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა და შემდეგ მიმართოს სასამართლოს ნეგატორული სარჩელით.

აღსრულების ეროვნული ბიურო ახალი ინიციატივით ,მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.

ანუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც სავალდებულო ხდება სასყიდიანი ხელშეკრულობები (იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებები) დარეგისტრირდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუკი თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით იქნება პრეტენზია, პირს შეუძლია თანხის მოთხოვნის დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართოს არა სასამართლოს, არამედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შესაბამისად, იგი 30-დღიანი კალენდარული ვადის ფარგლებში იქნება უფლებამოსილი, იძულებითი სააღსრულებლო წარმოება მოახდინოს - დააყადაღოს უძრავ-მოძრავი ქონება და ამოღებული თანხით დააკმაყოფილოს კრედიტორის ინტერესები და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: გამოსახლება, აღსრულება, უკანონო მფლობელობა, ბინის მესაკუთრე, უძრავი ნივთი, ნივთის ხელყოფა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდის შეუძლია მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?

როდის შეუძლია მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?

ვრცლად

როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება

როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება

ვრცლად

ნაპოვარი

ნაპოვარი

ვრცლად

ვინ ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად?

ვინ ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად?

ვრცლად

დაშვებულია თუ არა იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების აკრძალვა?

დაშვებულია თუ არა იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების აკრძალვა?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp