iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება
იურიდიული სტატია

როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება

28-02-2023, 11:08 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი / ქონებრივი დავები / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / მემკვიდრეობა 432 ნახვა
როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება

საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებებია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელები.განვიხილოთ რომელი რა შემთხვევაში გამოიყენება.

ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა, როგორც იტყვიან ხოლმე ვინდიკაცია ესაა სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მესაკუთრის მიერ. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული.

როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან , ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. ხოლო როდესაც მესაკუთრის ხელიდან ნივთი გამოდის მისი ნებით, ამ შემთხვევაში, თუ ვთქვათ დამქირავებელი ნივთს გადასცემს სასყიდლით კეთილსინდისიერ მფლობელს, მაშინ კონფლიქტი კეთილსინდისიერი შემძენის სასარგებლოდ გადაწყდება. მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ფულადი კონპენსაცია და ამით დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი ნივთს გადასცემს უსასყიდლოდ პირს, მაშინ მესაკუთრეს აქვს უფლება ნივთის გამოთხოვისა. კეთილსინდისიერ შემძენთა უფლებების დაცვა მთლიანად ისეთ გარემოებებზე ხდება დამოკიდებული, რაც მათთვის უცნობია. ამდენად, ფაქტის შემთხვევითობაზეა დამოკიდებული ნივთი დარჩება თუ არა. თუ გვყავს ორი კეთილსინდისიერი შემძენი, რომლებიც ბაზრობაზე ყიდულობენ რაიმე ნივთებს,მას ვინც ნივთს შემთხვევით მპოვნელისგან ან ქურდისგან იყიდის – ნივთი ჩამოერთმევა, ხოლო რომელიც შემთხვევით მონათხოვრის ან დამქირავებლისგან შეიძენბს – ნივთი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ვინდიკაციის უფლება მანამაა, სანამ ნივთი სახეზეა და არ განადგურებულა.

საკუთრების დაცვის მეორე გავრცელებული საშუალებაა ნეგატორული სარჩელი. აქ ისეთ მდგომარეობა გვაქვს, როდესაც საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ასეთ ვითარებაში მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა. თუ ეს შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ მან შეიძლება მიმართოს სასამართლოს ხელშეშლის აღსაკვეთად. ამრიგად, როცა საკუთრების უფლება ირღვევა საკუთრების ობიექტის ჩამორთმევის გარეშე, მის აღსაკვეთად გამოიყენება ნეგატორული სარჩელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნაპოვარი

ნაპოვარი

ვრცლად

მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

ვრცლად

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

გაქვთ თუ არა მეზობლის ნაკვეთის გამოყენების უფლება?

ვრცლად

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

ვინ არის კეთილსინდისიერი შემძენი

ვრცლად

საერთო საკუთრება

საერთო საკუთრება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp