Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როდის შეუძლია მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?

როდის შეუძლია მესაკუთრეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა?



უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა გულისხმობს სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის  გადაცემას. 

იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა კანონიერი მესაკუთრის უფლებები (უძრავი ქონებით სარგებლობა, მფლობელობა, განკარგვა), მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (გამოსახლება).

თუ თქვენ ხართ უძრავი ქონების მესაკუთრე და მესამე პირის/პირთა მიერ ირღვევა თქვენთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებები, კერძოდ ხელი გეშლებათ ქონებით ჯეროვნად სარგებლობაში, შეგიძლიათ სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვოთ პირის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა/გამოსახლება, მისი თქვენთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემა და განხორციელებული ხელშეშლის აღკვეთა.

მხარეთა მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძელზე  სასამართლოს შეუძლია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს, რაც საშუალებას მოგცემთ უმოკლეს ვადაში დაიკმაყოფილოთ თქვენი ინტერესი და ისარგებლოთ  თქვენ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები