iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე?
იურიდიული სტატია

რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე?

22-05-2023, 12:49 ოჯახური დავები / მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 924 ნახვა
რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე?

რა პრინციპით ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე- გვესაუბრება საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს დირექტორი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ადამიანს სიცოცხლეში ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს და თავისი სურვილის შესაბამისად განკარგავს მას. ქონების განაწილება მშობლის ნებაზეა დამოკიდებული და ვალდებულება არ აქვს წილი შვილებს გადასცეს. რაც შეეხება გარდაცვალებას, თუ გარდაცვლ პირს საკუთრებაში აქვს ქონება, ის მემკვიდრეობით ნაწილდება. მემკვიდრეობის განაწილება შეიძლება მოხდეს - ანდერძით და კანონით. თუ ანდერძი არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, ყურადღება კანონით მემკვიდრეების რიგითობას ექცევა. კანონით, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილი პირის მშობლები, მეუღლე და შვილები. აქიდან გამომდინარე, ქონება ყველა მათგანზე თანაბრად ნაწილდება.

-თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს საკუთარ ქონებას?

-ასეთ შემთხვევაში დანარჩენ შვილებს შეუძლიათ გამოიყენონ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებიც არიან მეუღლე, მშობლები და შვილები, უფლება აქვთ მოითხოვონ მემკვიდრეობიდან სავალდებულო წილი. სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელიც მათ კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში ეკუთვნოდათ.

-სხვადასხვა ქორწინებიდან შვილებზე თუ განაწილდება თანაბრად მამის ან დედის ქონების წილი?

-დიახ, რადგან სხვადასხვა ქორწინებიდან შვილები ერთი ტიპის მემკვიდრეები არიან. არა მარტო სხვადასხვა ქორწინებიდან. მემკვიდრეობის თვალსაზრისით ნაშვილები პირიც გათანაბრებულია ბიოლოგიურ შვილთან.

- რისი მოთხოვნის უფლება აქვთ შვილებს მშობლების ქონებიდან?

-გარდაცვალების მომენტში პირის სრულ ქონებაზე შვილებს აქვთ მემკვიდრეობის მიღების უფლება, თავიანთი წილის ფარგლებში. თუმცა ქონება პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებზეც თანაბრად ნაწილდება.

- როდესაც ნათესავი ქონებას უტოვებს სხვა ადამიანს და არა პირდაპირ ნათესავს ან შვილს, რა უფლებები აქვს ამ დროს უშუალო ნათესავს, შვილს?

-სავალდებულო წილი მხოლოდ გარდაცვლილის შვილებზე, მეუღლესა და მშობლებზე ვრცელდება და მხოლოდ მათ აქვთ მოთხოვნის უფლება. ხოლო, თუ პირი სიცოცხლეში გააჩუქებს თავის ქონებას სხვაზე, წილს ვეღარ მოითხოვენ.

არსებობს უღირსი მემკვიდრის ცნება. ამის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა და ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას. ან კიდევ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და სხვა ამორალური დანაშაული მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ ეს გარემოებები სასამართლოზე დადასტურდება, პირი შეიძლება მიჩნეული იყოს უღირს მემკვიდრედ, რაც მას მემკვიდრეობის უფლებას საერთოდ ართმევს. გარდა ამისა, შესაძლოა ადამიანმა თავის სიცოცხლეშივე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შვილზე, მეუღლეზე ან მშობლებზე სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ჩამორთმევა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მემკვიდრეობა, სამკვიდრო წილი, მშობლების ქონება, უღირსი მემკვიდრე, სამკვიდრო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა გაითვალისწინოთ თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას?

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ მშობელი მხოლოდ ერთ შვილს უტოვებს ქონებას?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

როგორ ხდება სამკვიდროს განაწილება

როგორ ხდება სამკვიდროს განაწილება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp