iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » მიწის დაკანონება დოკუმენტების გარეშე - როგორ შეძლებთ მშობლების მიწის რეგისტრაციას საქართველოში
იურიდიული სტატია

მიწის დაკანონება დოკუმენტების გარეშე - როგორ შეძლებთ მშობლების მიწის რეგისტრაციას საქართველოში

3-11-2025, 13:13 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / უძრავი ქონების რეგისტრაცია / მემკვიდრეობა 48 ნახვა
მიწის დაკანონება დოკუმენტების გარეშე - როგორ შეძლებთ მშობლების მიწის რეგისტრაციას საქართველოში

საქართველოში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ფლობენ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დოკუმენტურად არც მათ სახელზეა გაფორმებული და არც ოფიციალურად რეგისტრირებული. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოფლებში, სადაც ქონება ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემოდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით.

უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც განმარტავს, როგორ შეიძლება ქონების დაკანონება მაშინაც კი, თუ არ არსებობს მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

თუ მიწა, სადაც თქვენი მშობლები ცხოვრობდნენ ან აშენებული ჰქონდათ სახლი, არ არის რეგისტრირებული, პირველი ნაბიჯი არის ინფორმაციის მოძიება შესაბამის არქივებსა და რეესტრებში.

“პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ, ხომ არ არსებობდა რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი - მაგალითად მებაღის წიგნაკი, კომლის აღრიცხვა, ცნობა-დახასიათება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მიანიშნებს საკუთრებაზე. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია იუსტიციის სახლში, ტექბიუროსა და არქივის საშუალებით.”

თუ ირკვევა, რომ ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, სიტუაცია უფრო რთულდება, თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს.

იურიდიული პრაქტიკის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიწა დაკავებული იყო 2007 წლის სექტემბრამდე.

ნათია ნაკაშიძე განმარტავს: “მნიშვნელოვანია დაადასტუროთ ფაქტობრივი მფლობელობა 2007 წლის სექტემბრამდე. ამას ხშირად ადასტურებენ მეზობლების ჩვენებები, ფოტოები, მუნიციპალიტეტის არქივში არსებული ჩანაწერები ან სხვა დამხმარე მტკიცებულებები.”

ამ გზით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს შესაბამის სამსახურებს, წარმოადგინოს არსებული მტკიცებულებები და სასამართლოს გზით მოითხოვოს საკუთრების უფლების აღიარება.

ნათია ნაკაშიძის რჩევა მოქალაქეებს: “არ დაეყრდნოთ მხოლოდ ზეპირ მტკიცებულებებს. სცადეთ მაქსიმალურად მოძებნოთ წერილობითი ან დოკუმენტური წყარო, რომელიც თქვენს ოჯახს აკავშირებს აღნიშნულ მიწასთან. ასეთი ინფორმაცია ხშირად აღმოჩნდება მუნიციპალიტეტის არქივში ან იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.”

მშობლების დაუფიქსირებელი მიწის დაკანონება შესაძლებელია, თუკი დადასტურდება მიწის ფლობა 2007 წლის სექტემბრამდე ან არსებობს მინიმუმ მინიშნებები ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. პროცესი შესაძლოა რთული იყოს, თუმცა სწორად შერჩეული იურიდიული სტრატეგიით და ადვოკატის მხარდაჭერით, საკუთარი უფლების აღიარება სრულიად რეალურია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მიწის დაკანონება, საკუთრების რეგისტრაცია, თვითნებურად დაკავებული მიწა, იუსტიციის სახლი, იურიდიული რჩევა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, მიწის სამართალი, მშობლების ქონება, ტექბიურო, მემკვიდრეობა, იურისტის რჩევა, საკუთრების უფლება, ქონების რეგისტრაცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი

მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი

ვრცლად

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

როგორ გავიფორმოთ თვითნებურად და არათვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი?

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა ერთ ეზოში არსებული მიწის სხვადასხვა კოდით რეგისტრაციის გაერთიანება?

შესაძლებელია თუ არა ერთ ეზოში არსებული მიწის სხვადასხვა კოდით რეგისტრაციის გაერთიანება?

ვრცლად

მემკვიდრეობის დავა: რა შეგიძლია გააკეთო, თუ ძმამ ქონება შენი თანხმობის გარეშე გადაიფორმა?

მემკვიდრეობის დავა: რა შეგიძლია გააკეთო, თუ ძმამ ქონება შენი თანხმობის გარეშე გადაიფორმა?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp