iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მიწის რეგისტრაცია » მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი
იურიდიული სტატია

მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი

26-09-2025, 20:22 მიწის რეგისტრაცია / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მშენებლობის ნებართვა / ოჯახური დავები / სიახლე / უძრავი ქონების რეგისტრაცია 42 ნახვა
მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი

სამართლებრივი საკითხები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს იქნება ეს მეზობლებს შორის ქონებრივი დავა, მემკვიდრეობითი საკითხი თუ კომპანიის მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევა. ასეთ დროს გამოცდილი ადვოკატის რჩევა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

კითხვა: ძმებთან ქონებრივი დაყოფის შემდეგ საერთო კიბე აღმოჩნდა ძმის ფართში. აუცილებელია თუ არა ნებართვა კიბის დასამონტაჟებლად და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: კიბის მოწყობა, როგორც მშენებლობის ელემენტი, საჭიროებს მშენებლობის მარტივ ნებართვას, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს თქვენი საცხოვრებელი ადგილის თვითმმართველი ერთეული (მერია ან გამგეობა). განაცხადს თან უნდა დაერთოს:

  • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი მიწის ნაკვეთზე ან შენობაზე;

  • არქიტექტურული ესკიზი;

  • საჭიროების შემთხვევაში საპროექტო კვლევის შედეგები.

ეს პროცედურა აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილება სამართლებრივად დაცული და კანონიერად სწორი იყოს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა 1965-70 წლებში მიტოვებული მიწის რეგისტრაცია, სადაც ადრე 1918 წელს აშენებული სახლი იდგა, თუმცა ახლა აღარ არსებობს? ხელთ მაქვს 1958-66 წლების საკომლო ამონაწერი.

პასუხი: თუ თქვენ ბრძანდებით აღნიშნული მიწის მემკვიდრე და სამკვიდრო ოფიციალურად მიგიღიათ, მაშინ შესაძლებელია მიწის რეგისტრაცია საკუთრებაში არსებული დოკუმენტების საფუძველზე. საკომლო ამონაწერი, როგორც მტკიცებულება, გამოიყენება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ განაცხადი სრულად იყოს შედგენილი, რათა რეესტრმა თქვენი საკუთრების უფლება დაადასტუროს.

კითხვა: სამშენებლო კომპანიამ დამაზარალა - თანხა არ დამიბრუნა და ვერც ქირაობის ვალდებულება შეასრულა. როგორ გავიგო, არსებობს თუ არა კომპანიის სახელზე ქონება და შემიძლია თუ არა მისი დაყადაღება სარჩელამდე?

პასუხი:კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ საჯარო რეესტრში კომპანიის იდენტიფიკატორის საშუალებით. ასევე შესაძლებელია სრული ცნობის მიღება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული ქონების ჩამონათვალით.

სასამართლოში სარჩელის შეტანისას, ან სარჩელამდე, შეგიძლიათ მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს კომპანიის ქონების დაყადაღებას, რათა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ გახდეს შეუძლებელი.

შესაბამისი განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც მიუთითებს:

  • გადაწყვეტილების აღსრულების სირთულეზე ან შეუძლებლობაზე;

  • იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოშობდეს, თუ ქონება განკარგულებაში აღმოჩნდება.

პროცედურისთვის საჭიროა სახელმწიფო ბაჟის გადახდა – 50 ლარი.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მშენებლობის ნებართვა, სამართლებრივი დავა, სარჩელის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრი, მემკვიდრეობითი მიწა, იურიდიული რჩევები, ნათია ნაკაშიძე, ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ბავშვთა უფლებები, ნებართვა, მიწის მემკვიდრეობა, ქონების დაყადაღება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

ვრცლად

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები

იარაღის რეგისტრაციის მოწმობის დაკარგვა და აღდგენა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძის რჩევები

ვრცლად

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

მშენებარე ბინის შეძენა საქართველოში - რეგისტრაციისა და უფლებების დაცვის გზამკვლევი

ვრცლად

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

ვრცლად

რა პროცედურების გავლა არის საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად

რა პროცედურების გავლა არის საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp