iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი » ცვლილება საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციაში
იურიდიული სტატია

ცვლილება საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციაში

15-03-2023, 11:13 მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / Company registration / სიახლე 242 ნახვა
ცვლილება საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციაში

2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული "მეწარმეთა შესახებ კანონია", რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა.

ცვლილებები განიცადა საწარმოს საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებულმა რეგულაციამაც (სახელი რომლითაც მეწარმე საქმიანობას ახორციელებს).

ისევე როგორც აქამდე, დასაშვებია ნებისმიერი ფანტაზიის ნაყოფის გამოყენება დასახელებაში,. თუმცა, მნიშვნელოვანია ახალი კანონის იმპერატიული მოთხოვნა თუ რა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კომპანიის სახელად. მოგვყავს მთავარი აკრძალვები დადგენილი კანონით:

ანტიᲡახელმწიფოებრივი / შუღლის გამღვივებელი ან ძალადობის მოწონების / მოწოდების / პროპაგანდის სიტყვა ან სიტყვათწყობა; დისკრიმინაციული ან საჯარო წესრიგის / საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო სიტყვა ან სიტყვათწყობა;შეცდომაში შემყვანი დამატებითი სიტყვა; სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტების დასახელების იდენტური ან მიმსგავსებული დასახელების გამოყენება, ისეთი პირების მიერ, რომელშიც შესაბამის ინსტიტუტს არ აქვს წილობრივი მონაწილეობა; ფიზიკური პირის სახელი, მისი წერილობითი თანხმობის გარეშე;საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის ან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პირის საფირმო სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირება, ამ პირის თანხმობის გარეშე. უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვა ან სიტყვათწყობა;

კანონი ასევე განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით. ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებით მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

საქართველოში ამჟამად ძალიან ბევრი არის იდენტური ან ძალიან მსგავსი, ასევე ცნობილი ბრენდების დასახელებით არსებული საწარმოები. სავარაუდოდ ამიტომ, კანონის ამ მოთხოვნების შესაბამისობაში მოსაყვანად, მეწარმეებს ექნებათ ორი წელი. 2 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მათ მიუვათ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მიეცემათ დამატებითი 3 თვე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუკი დამატებითი 3-თვიან ვადაში შესაბამისი ცვლილება არ მოყვა სარეგისტრაციო მონაცემებს - მეწარმის რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად.

ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლია მიუთითოს დასახელებაში მხოლოდ მისი სახელი და/ან გვარი, მაშინ როდესაც აქამდე სავალდებულო იყო ორივესი (სახელის და გვარის ერთად) მითითება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორი უნდა იყოს საფირმო სახელწოდება

როგორი უნდა იყოს საფირმო სახელწოდება

ვრცლად

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

ვრცლად

სააქციო საზოგადოების ახალი წესდება

სააქციო საზოგადოების ახალი წესდება

ვრცლად

კომანდიტური საზოგადოების ახალი წესდება

კომანდიტური საზოგადოების ახალი წესდება

ვრცლად

კოოპერატივის ახალი წესდება

კოოპერატივის ახალი წესდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp