რა იცვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2026 წლის 1 ივლისიდან? - მემკვიდრეობის ახალი წესები, უმკვიდრო ქონება და ფარული სამართლებრივი რისკები
რა იცვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2026 წლის 1 ივლისიდან? - მემკვიდრეობის ახალი წესები, უმკვიდრო ქონება და ფარული სამართლებრივი რისკები
სამართლებრივი ცვლილება, რომელიც პირდაპირ ეხება თითოეული მოქალაქის ქონებას ისაუბრებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს საქართველოში, განიხილავს 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ძალაში შესულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას სამოქალაქო სამართალში - მემკვიდრეობის ინსტიტუტში განხორციელებულ რეფორმას.
ნათია ნაკაშიძე არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს. მისი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, სამშენებლო, ბიზნეს და საგადასახადო სამართალს, ასევე ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში იგი აქტიურად მონაწილეობს მემკვიდრეობით და ქონებრივ დავებში და ქმნის მნიშვნელოვან სასამართლო პრეცედენტებს.
2026 წლის 1 ივლისიდან განხორციელებული ცვლილება ერთი შეხედვით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ჩანს, თუმცა რეალურად იგი ეხება საკუთრების უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს - რა ბედი ელის ქონებას ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, თუ არ არსებობს მემკვიდრე.
საკანონმდებლო ცვლილება - რა შეიცვალა რეალურად?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შედეგად შეიცვალა მუხლი 1343, რომელიც არეგულირებს ე.წ. „უმკვიდრო ქონების“ სამართლებრივ ბედს.
მოქმედი რედაქცია (2026 წლის 1 ივლისიდან) მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე „თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.“
ძველი რედაქცია (ცვლილებამდე) „თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო თუ მამკვიდრებელი იმყოფებოდა ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებაში ანდა სამკურნალო ან აღმზრდელობით დაწესებულებაში - შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში.“
ცვლილების არსი - რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? აღნიშნული ცვლილებით: სრულად გაუქმდა ნებისმიერი ალტერნატიული მიმღები, ქონების საბოლოო ბენეფიციარი გახდა მხოლოდ სახელმწიფო, სამართლებრივი სისტემა გახდა მკაცრად ფორმალური ანუ, დღეს: აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ უვლიდა პიროვნებას, აღარ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობდა იგი, აღარ არსებობს „ფაქტობრივი მემკვიდრე“ თუ არ არსებობს კანონით ან ანდერძით მემკვიდრე ქონება გადადის სახელმწიფოზე.
რატომ შეიცვალა ნორმა? ცვლილების საფუძველი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება (№2/3/1395), რომლის მიხედვითაც: წინა რედაქცია არღვევდა თანასწორობის პრინციპს რადგან: დაწესებულებას ჰქონდა ქონების მიღების უფლება, ფიზიკურ პირს (მაგალითად, მომვლელს) - არა
სასამართლოს შეფასებით, მსგავსი მიდგომა ქმნიდა არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობას. შედეგად კანონმდებელმა გააუქმა ყველა გამონაკლისი და დატოვა ერთიანი წესი.
მემკვიდრეობის სამართალი დოქტრინალურად განიხილება, როგორც: საკუთრების უფლების გაგრძელება გარდაცვალების შემდეგ, თუმცა 2026 წლის ცვლილება ცხადყოფს, რომ: ეს გაგრძელება არ არის აბსოლუტური, თუ არ არსებობს სამართლებრივი სუბიექტი (მემკვიდრე): ქონება უბრუნდება სახელმწიფოს, ეს წარმოადგენს კლასიკურ ultima ratio-ს პრინციპს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არის საბოლოო ბენეფიციარი.
2026 წლის 1 ივლისიდან: მემკვიდრეობის სამართალი საქართველოში გახდა: მკაცრად ფორმალური, დოკუმენტზე დაფუძნებული, სახელმწიფოზე ორიენტირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი: ქონება აღარ გადადის „რეალურ ცხოვრებაში ახლობელ“ პირებზე - მხოლოდ კანონიერ მემკვიდრეებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკა მემკვიდრეობის სამართალში თანმიმდევრულად აყალიბებს ერთ მთავარ პრინციპს: მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლებით სასამართლო განმარტავს, რომ: „სამოქალაქო ბრუნვაში საკუთრების უფლების გადაცემა გარდაცვალების შემდეგ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კანონით ან ანდერძით განსაზღვრული მემკვიდრე. ფაქტობრივი თანაცხოვრება, მოვლა ან ურთიერთობა არ ქმნის მემკვიდრეობის უფლებას.“ ასევე, სასამართლოს პრაქტიკაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პოზიცია: „მემკვიდრეობის სამართალი არ აღიარებს ე.წ. მორალურ მემკვიდრეობას და იგი ეფუძნება მხოლოდ ნორმატიულად განსაზღვრულ სუბიექტურ შემადგენლობას.“
ამგვარი მიდგომა სრულად შეესაბამება 2026 წლის ცვლილებას და აძლიერებს მის სამართლებრივ საფუძველს. პრაქტიკული მნიშვნელობა: ვერავინ გახდება მემკვიდრე მხოლოდ იმიტომ, რომ ზრუნავდა პიროვნებაზე, ვერ მიიღებს ქონებას პირი, რომელიც ფაქტობრივად ახლობელია, მაგრამ სამართლებრივად არა
„მორალური მემკვიდრეობის“ უარყოფა
სამართლებრივი თეორიის მიხედვით, მემკვიდრეობა წარმოადგენს: საკუთრების უფლების ტრანსფორმაციას გარდაცვალების შემდეგ, თუმცა თანამედროვე კონტინენტური სამართალი (რომელსაც საქართველო მიეკუთვნება) მკაფიოდ გამოყოფს: სამართლებრივ მემკვიდრეს და ფაქტობრივ, სოციალურ ურთიერთობას
2026წლის ცვლილება საბოლოოდ ამტკიცებს: სამართალი არ აღიარებს არაფორმალურ კავშირებს ქონებრივი უფლებების წარმოშობის საფუძვლად ეს ნიშნავს, რომ: „მომვლელი“ ≠ მემკვიდრე; „თანაცხოვრება“ ≠ საკუთრების უფლება; „ზრუნვა“ ≠ სამართლებრივი საფუძველი
შედარებითი სამართალი - ევროპაში
გერმანია (BGB §1936) გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით: თუ არ არსებობს მემკვიდრე ქონება გადადის ფედერალურ მიწაზე სისტემა სრულად ემთხვევა საქართველოს ახალ მოდელს
საფრანგეთი (Code Civil) საფრანგეთის სამართალში: უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე (État) თუმცა: მემკვიდრეთა წრე ფართოა
იშვიათად ხდება ქონების სახელმწიფოზე გადასვლა
იტალია (Codice Civile) იტალიის კანონმდებლობის მიხედვით: ქონება გადადის სახელმწიფოზე (Stato) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის: იტალიაშიც არ არსებობს „ფაქტობრივი მემკვიდრის“ ცნება
ამერიკული სამართალი – Escheat Doctrine
აშშ-ში მოქმედებს ე.წ.: Escheat Doctrine რაც ნიშნავს: თუ არ არსებობს მემკვიდრე ქონება გადადის შტატზე თუმცა განსხვავება არის: ხშირად ტარდება ფართო ძიება მემკვიდრეების დასადგენად და არსებობენ სპეციალური კომპანიები (heir hunters)
|
სამართლებრივი სისტემა |
ფაქტობრივი მემკვიდრე |
საბოლოო მიმღები |
|
საქართველო |
არ აღიარებს |
სახელმწიფო |
|
ევროპა |
არ აღიარებს |
სახელმწიფო |
|
აშშ |
ნაწილობრივ |
შტატი |
საქართველო სრულად მიჰყვება კონტინენტურ, მკაცრად ფორმალიზებულ მოდელს.
2026წლის 1 ივლისის წლის ცვლილება არ არის იზოლირებული შემთხვევა იგი წარმოადგენს:
გლობალური ტენდენციის ნაწილს სადაც: სამართალი უარს ამბობს სოციალურ ინტერპრეტაციებზე, პრიორიტეტს ანიჭებს ფორმას და საბოლოოდ ამყარებს სახელმწიფოს როლს როგორც ბოლო ბენეფიციარს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის ცვლილების უშუალო საფუძველი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/3/1395 აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც: თუ მამკვიდრებელი იმყოფებოდა სპეციალიზებულ დაწესებულებაში (პანსიონატი, სოციალური ან სამედიცინო დაწესებულება), უმკვიდრო ქონება გადადიოდა სწორედ ამ დაწესებულებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ: „კანონმდებლობით განსაზღვრული მიდგომა, რომელიც მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს უკავშირებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.“ ანუ: პანსიონატი იღებდა ქონებას, ხოლო ფიზიკური პირი (რომელიც ასევე ზრუნავდა პიროვნებაზე) ვერ იღებდა ეს შეფასდა როგორც არათანაბარი და დისკრიმინაციული მიდგომა და სასამართლომ დაადგინა: აღნიშნული ნორმა უნდა გამოცხადებულიყო არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად 2026 წლის 1 ივლისიდან
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება: საქართველოს კანონი (23 ივნისი 2026, №1757-Vმს-XIმპ) რომლითაც მუხლი 1343 ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: უმკვიდრო ქონება გადადის მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როდესაც:
კონსტიტუციური პრინციპმა (თანასწორობა) აჯობა სოციალურ რეალობას. სასამართლოსთვის გადამწყვეტი იყო: სამართლებრივი თანასწორობა, ფორმალური ნეიტრალიტეტი და არა: ფაქტობრივი ზრუნვა, სოციალური გარემო ან პიროვნული ურთიერთობები.
ყველა სუბიექტი გათანაბრდა, არც ერთს აღარ აქვს უპირატესობა და საბოლოო ბენეფიციარი გახდა სახელმწიფო.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციურად გამართლებულია, იგი აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს:
რამდენად სამართლიანია, რომ: მომვლელი ვერ იღებს ქონებას, მაგრამ სახელმწიფო იღებს მას ავტომატურად? ხომ არ იწვევს ეს: არაფორმალური ურთიერთობების სრული იგნორირებას და სოციალური სამართლიანობის დაკნინებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ:უზრუნველყო ფორმალური თანასწორობა და გააუქმა დისკრიმინაციული ნორმა, მაგრამ ერთდროულად შექმნა ახალი პრაქტიკული რისკები სწორედ ამ რისკების შედეგია ის, რაც უკვე იწყება პრაქტიკაში...
2026წლის ცვლილების შედეგად პრაქტიკაში უკვე იკვეთება უკიდურესად სენსიტიური და სამართლებრივად საეჭვო ტენდენცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უმკვიდრო ქონების ინსტიტუტის გამკაცრებას. საქმე ეხება შემთხვევებს, როდესაც ხანდაზმული პირი იმყოფება: მოხუცთა პანსიონატში, სოციალური დაცვის დაწესებულებაში, სამედიცინო ცენტრში და: არ ჰყავს მემკვიდრე ადგილზე, ახლო ნათესავი იმყოფება ემიგრაციაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული სწორედ ასეთ ვითარებაში იწყება მცდელობები ქონების სიცოცხლეშივე გადაფორმებაზე. პრაქტიკაში დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვევა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში: ხანდაზმული მესაკუთრე იმყოფებოდა პანსიონატში, მისი შვილი (ვაჟი) იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პირი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იყო ამ დროს პანსიონატის წარმომადგენელი ცდილობდა: ნოტარიუსის მიყვანას ადგილზე ან პირის გადაყვანას იუსტიციის სახლში, მინდობილობის გაფორმებას, უძრავი ქონების გასხვისებას მესამე პირის სასარგებლოდ სქემა მარტივია: პირი არის დაუცველ მდგომარეობაში, არ ჰყავს მემკვიდრე ადგილზე, ჩნდება „დაინტერესებული პირი“, ხდება ნოტარიული მოქმედების ორგანიზება, ფორმდება მინდობილობა ან ნასყიდობა შედეგი: ქონება აღარ ხდება უმკვიდრო
აღარ გადადის სახელმწიფოზე გადადის კერძო პირზე.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნების გამოვლენა უნდა იყოს: თავისუფალი
გაცნობიერებული, ნებაყოფლობითი, თუ პირი: იმყოფება სიცოცხლის ბოლო ეტაპზე, არის ფიზიკურად ან ფსიქიკურად დაუძლურებული და ვერ აცნობიერებს გარიგების შინაარსს ასეთ შემთხვევაში: გარიგება შეიძლება ჩაითვალოს ბათილად (შეცდომა, მოტყუება, იძულება) ასეთი ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 180 თაღლითობა, მუხლი 150 იძულება, მუხლი 362 დოკუმენტის გაყალბება / ბოროტად გამოყენება, თუ დადასტურდება, რომ: პირი ვერ აცნობიერებდა მოქმედებას შესაძლებელია საქმე გადაიზარდოს სისხლის სამართლის საქმეში
ნოტარიუსს აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იგი ვალდებულია შეამოწმოს: პირის იდენტობა, ქმედუნარიანობა, ნების თავისუფლება. თუ ნოტარიუსმა დაადასტურა გარიგება, მაშინ როდესაც აშკარა იყო: პირის დაუძლურებული მდგომარეობა დგება პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი
რატომ დაიწყო ეს პრაქტიკა? ეს პირდაპირ უკავშირდება 2026 წლის ცვლილებას: ადრე: ქონება შეიძლებოდა გადასულიყო პანსიონატზე ახლა: ქონება გადადის მხოლოდ სახელმწიფოზე შედეგად: ჩნდება მოტივაცია, რომ ქონება „გაიტანონ“ სიცოცხლეშივე
განსაკუთრებით საფრთხეში არიან: ემიგრანტების მშობლები, მარტო მცხოვრები ხანდაზმული პირები, პირები, რომლებიც იმყოფებიან დაწესებულებაში რადგან: არ არსებობს მუდმივი კონტროლი
როგორ დავიცვათ თავი?
პრაქტიკული რეკომენდაციები: ანდერძის შედგენა, ნდობით აღჭურვილი პირის განსაზღვრა, ქონების წინასწარი სამართლებრივი რეგულირება, ნოტარიული მოქმედებების კონტროლი და ყველაზე მნიშვნელოვანი: არ დატოვოთ ქონება „გაურკვეველ მდგომარეობაში“
2026 წლის ცვლილებამ: გაამკაცრა სამართლებრივი სისტემა, მაგრამ პარალელურად შექმნა ახალი რისკები განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფებისთვის
რა არის უმკვიდრო ქონება?
უმკვიდრო ქონება არის ქონება, რომელსაც არ ჰყავს არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე, ან მემკვიდრეებმა არ მიიღეს სამკვიდრო. 2026 წლის ცვლილების შემდეგ ასეთი ქონება ავტომატურად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში
ვის გადაეცემა ქონება, თუ მემკვიდრე არ არსებობს?
2026 წლის 1 ივლისიდან მოქმედი კანონით: უმკვიდრო ქონება გადადის მხოლოდ სახელმწიფოზე და აღარ არსებობს არცერთი გამონაკლისი (მათ შორის პანსიონატები).
შეუძლია თუ არა მომვლელს ან პანსიონატს მიიღოს ქონება?
არა, თუ არ არსებობს: ანდერძი, ნასყიდობის ხელშეკრულება, სხვა სამართლებრივი საფუძველი ფაქტობრივი ზრუნვა სამართლებრივ საფუძვლად აღარ ითვლება.
შეიძლება თუ არა ქონების გადაფორმება სიცოცხლის ბოლო დღეებში?
შესაძლებელია, თუმცა: ასეთი გარიგებები ექვემდებარება მაღალი რისკის შეფასებას და ხშირად ხდება მათი ბათილად ცნობა რაც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის ნიშნებ
რა შემთხვევაში შეიძლება გარიგება ჩაითვალოს ბათილად?
თუ დადასტურდება, რომ პირი:ვერ აცნობიერებდა მოქმედებას, იყო იძულების ქვეშ, იყო მოტყუებული გარიგება შეიძლება გამოცხადდეს ბათილად სასამართლოს მიერ.
როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ თავისი ქონება?
ანდერძის შედგენა, ქონების წინასწარი გადანაწილება, ნდობით აღჭურვილი პირის განსაზღვრა, იურიდიული კონსულტაციის მიღება
რა შეიცვალა რეალურად?
2026 წლის 1 ივლისიდან განხორციელებულმა ცვლილებამ მკაფიოდ აჩვენა: მემკვიდრეობის სამართალი საქართველოში გახდა მკაცრად ფორმალური არ აღიარებს არაფორმალურ ურთიერთობებს, გამორიცხავს „მორალურ მემკვიდრეობას“ და ყველაზე მნიშვნელოვანი: თუ ქონება სამართლებრივად არ არის დარეგულირებული, ის შეიძლება: გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში ან გახდეს საეჭვო გარიგების ობიექტი
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს: „თანამედროვე სამართლებრივ რეალობაში მემკვიდრეობის საკითხი აღარ შეიძლება გადაიდოს.
ვინც დროულად არ დაარეგულირებს ქონებას რეალურად რისკავს მის სრულ დაკარგვას.“
მემკვიდრეობის, უმკვიდრო ქონებისა და სამოქალაქო კოდექსთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხზე პროფესიული იურიდიული კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - საადვოკატო ბიურო Nakashidze & Partners, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
