iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილის მემკვიდრეობა
იურიდიული სტატია

დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილის მემკვიდრეობა

6-03-2023, 13:41 მემკვიდრეობა / ოჯახური დავები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / Advokati | lawyer 179 ნახვა
დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილის მემკვიდრეობა

თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს - დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ აქვს დაწერილი. ასეთ დროს, ქონების გადასვლა სხვა პირებზე კანონის დაცვით უნდა მოხდეს. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მისი ქონება 6 თვის განმავლობაში მიიღონ. 6 თვე ერთგვარ ზღვრად არის მიჩნეული.

ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ნათესავისგან შორს ცხოვრობდა და მას იშვიათად ნახულობდა, მემკვიდრედ მაშინ ჩაითვლება, თუ სანოტარო ბიუროში შეიტანს განცხადებას მემკვიდრეობის მიღების შესახებ, ან მის განკარგვას შეუდგება. ის უნდა მიდიოდეს, უვლიდეს დატოვებულ ქონებას და აღიარებდეს, რომ ამ ქონებაზე პრეტენზია აქვს. დადგენილი 6 თვის გასვლის შემდეგ, ყველაზე ახლო ნათესავსაც კი, ქონების მიღების უფლება ერთმევა. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები, (მათ შორის ის, ვინც ქონების მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა) ასევე - მშობლები და მეუღლე. ეს ადამიანები თანაბარი უფლებით სარგებლობენ და მათ სრული უფლება აქვთ გარდაცვლილის ქონება თანაბრად გაინაწილონ.

როდესაც მამაკაცი (ან ქალი) პირველ მეუღლესთან გაყრილია და შვილები ორივე ქორწინებაში ჰყავს:

ამ შემთხვევაში, მის ქონებაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ შვილები და მშობლები. რაც შეეხება მეუღლეს, მხოლოდ ის არის მემკვიდრე, რომელთანაც გარდაცვლილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. აქ არ იგულისხმება საეკლესიო წესით ქორწინება. თუ ქორწინება სამოქალაქო წესით არ არის რეგისტრირებული, მეუღლეს მემკვიდრეობის მიღების უფლება არა აქვს. რაც შეეხება შვილებს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ცოლისგან ჰყავს შვილი მშობელს - ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს - ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მემკვიდრეობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.

თუ გარდაცვლილს შვილებიც ჰყავს, მეუღლეც და მშობლებიც, მისი ქონება ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რადგან ისინი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან.

ხშირია შემთხვევა, როდესაც სრულიად მოულოდნელად, დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილი გამოჩნდება ხოლმე, ე.წ. კანონიერ შვილებს მისი მიღება არ სურთ და არ მიიჩნევენ მას თანაბარუფლებიან მემკვიდრედ. მიუხედავად ნათესავების და დედმამიშვილების დამოკიდებულებისა, ის მაინც პირველი რიგის მემკვიდრეა, თუ გარდაცვლილი დაბადების მოწმობაში მის მამად (ან დედად) არის დასახელებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა მემკვიდრეობის მფლობელს ეს შვილი, თუ არარეგისტრირებული ქორწინებიდან. შეიძლება ის 10, ან 15 წლის შემდეგ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ კანონის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეა და თავისუფლად შეუძლია წილის მოთხოვნა.

ზოგჯერ სადავო ხდება ის ფაქტიც, მოულოდნელად გამოჩენილი პიროვნება გარდაცვლილის შვილია თუ - არა. ამ შემთხვევაში ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და თუ დნმ-ის ანალიზი დაამტკიცებს, რომ ეს მართლაც მისი ბიოლოგიური შვილია, ამ შემთხვევაშიც პირველი რიგის მემკვიდრედ ჩაითვლება. იგივე უნდა ითქვას შვილად აყვანაზეც: თუ ბავშვი თავის დროზე კანონით დადგენილი წესით არის ნაშვილები, მაშინ ის პირველი რიგის მემკვიდრეა და იგივე უფლებები აქვს, რაც ბიოლოგიურ შვილს უნდა ჰქონდეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

მემკვიდრეობის სამართალი, ცნება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp