iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?
იურიდიული სტატია

რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

21-12-2022, 14:09 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა / ოჯახური დავები / სანოტარო სერვისები 333 ნახვა
რა უნდა გავითვალისწინოთ მემკვიდრეობის მიღებამდე?

თუ ქონების მეპატრონემ ანდერძი დატოვა, მაშინ ყველაფერი ამ ანდერძის მიხედვით, მარტივად წყდება. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც გარდაცვლილ ნათესავს – დედას, მამას ან ახლობელს, ანდერძი არ აქვს დაწერილი. ასეთ დროს, ქონების გადასვლა სხვა პირებზე კანონის დაცვით უნდა მოხდეს. გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მისი ქონება 6 თვის განმავლობაში მიიღონ. 6 თვე ერთგვარ ზღვრად არის მიჩნეული.

თუ გარდაცვლილს შვილებიც ჰყავს, მეუღლეც და მშობლებიც, მისი ქონება ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რადგან ისინი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც სრულიად მოულოდნელად, დაურეგისტრირებელ ქორწინებაში გაჩენილი შვილი გამოჩნდება ხოლმე, ე.წ. კანონიერ შვილებს მისი მიღება არ სურთ და არ მიიჩნევენ მას თანაბარუფლებიან მემკვიდრედ. მიუხედავად ნათესავების და დედმამიშვილების დამოკიდებულებისა, ის მაინც პირველი რიგის მემკვიდრეა, თუ გარდაცვლილი დაბადების მოწმობაში მის მამად (ან დედად) არის დასახელებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავდა მემკვიდრეობის მფლობელს ეს შვილი, თუ არარეგისტრირებული ქორწინებიდან. შეიძლება ის 10, ან 15 წლის შემდეგ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ კანონის მიხედვით პირველი რიგის მემკვიდრეა და თავისუფლად შეუძლია წილის მოთხოვნა. ზოგჯერ სადავო ხდება ის ფაქტიც, მოულოდნელად გამოჩენილი პიროვნება გარდაცვლილის შვილია თუ – არა. ამ შემთხვევაში ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და თუ დნმ-ის ანალიზი დაამტკიცებს, რომ ეს მართლაც მისი ბიოლოგიური შვილია, ამ შემთხვევაშიც პირველი რიგის მემკვიდრედ ჩაითვლება. იგივე უნდა ითქვას შვილად აყვანაზეც: თუ ბავშვი თავის დროზე კანონით დადგენილი წესით არის ნაშვილები, მაშინ ის პირველი რიგის მემკვიდრეა და იგივე უფლებები აქვს, რაც ბიოლოგიურ შვილს უნდა ჰქონდეს.

მეორე რიგის მეკვიდრეები არიან გარდაცვლილის დები, ძმები, დისწულები, ძმისწულები და მათი შვილები. კანონის მიხედვით, მესამე რიგის მემკვიდრეებად მიჩნეულია ბებია და ბაბუა, ხოლო მეოთხე რიგის მეკვიდრეებად – ბიძები, დეიდები, მამიდები, მეხუთე რიგის მემკვიდრეებად კანონი ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს და მამიდაშვილებს აღიარებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: memkvidreoba, samkvidro, samkvidro mowmoba, memkvidre, mamkvidrebeli, notariusi, anderdzi, kanonit memkvidre, anderdzit memkvidre, მემკვიდრეობა, სამკვიდრო, სამკვიდრო მოწმობა, მემკვიდრე, მამკვიდრებელი, ნოტარიუსი, ანდერძი, კანონით მემკვიდრე, ანდერძით მემკვი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

სამკვიდრო ქონების მიღება, მამკვიდრებლის ვალის არსებობისას

სამკვიდრო ქონების მიღება, მამკვიდრებლის ვალის არსებობისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp