iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » განქორწინება » განქორწინების რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

განქორწინების რეგისტრაცია

23-05-2023, 14:03 განქორწინება / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 372 ნახვა
განქორწინების რეგისტრაცია

თუკი რომელიმე მეუღლე უარს ამბობს განქორწინებაზე, ადვოკატი იწყებს სასამართლო დავას სარჩელის აღძვრის გზით და ვასრულებთ შესაბამის სასამართლო ნაბიჯებს.

თუ მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან კომუნიკაცია ,მინდობილობის საფუძველზე ადვოკატი წარმართავს პროცესს ისე,რომ მხარეებს არ მოუწევთ შეხვედრა და დაძაბული სიტუაციის შექმნა.

განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სასამართლო დავისას წარმოიშობა უფლებებისა და მოვალეობების დაკისრების და განაწილების საკითხი. მაგ.: ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მეუღლეთა ქონების გაყოფა, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა და სხვა.

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როდესაც აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლეების ინტერესების დასაცავად.

განქორწინება ძალაში შედის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე (კანონიერ ძალაში შესვლა) და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.

თუ მეუღლეები შეთანხმებულები არ არიან განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო განქორწინებასთან ერთად განსაზღვრავს თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს სარჩოს გადხდა.

მხარეთა შუამდგომლობით სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მეუღლეთა თანასაკუთრება, უძრავი და მოძრავი ქონების გაყოფა.

მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება. სასამართლო განსაზღვრავს თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს.

პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება.

თუ თანასაკუთრების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, განქორწინება დისტანციურად, განქორიწნების ადვოკატი, განქორწინების რეგისტრაცია, ადვოკატი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა

ვრცლად

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

განქორწინების შემზღუდველი გარემოებები

ვრცლად

საოჯახო სამართალი

საოჯახო სამართალი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp