iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Employment Law » შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
იურიდიული სტატია

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

10-04-2023, 13:13 Employment Law / ადვოკატი / ადვოკატი / სტატიები / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 518 ნახვა
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები:

1) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

2) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა – თუ განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, ვთქვათ 2 წელი, ამ ვადის გასვლის შემდგომ შრომითი ურთიერთობა წყდება.

3) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება- მაგ: თუ თანამშრომელი დაქირავებულია მოსავლის მიღებაში დასახმარებლად, მოსავლის მიღების შემდგომ შრომითი ურთიერთობა წყდება.

4) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება – დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწიარი წერილობით შეტყობინების გზით. მაგ: თუ დასაქმებულს სურს სამსახურიდან წამოსვლა 31 იანვრისათვის, მან უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.

5) მხარეთა წერილობითი შეთანხმება- მხარეები თავისუფლები არიან შეწყვიტონ შრომითი ურთიერთობა ნებისმიერ დროს, ორმხრივი შეთანხმების გზით.

6) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. – დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოებები, რათა ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერად ჩაითვალოს.

7) დასაქმებულმა უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებები.

8) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, თუ დამსაქმებელი ზედიზედ 40 კალენდარული დღის განმავლობაში ან 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი 60 კალენდარულ დღე შრომისუუნაროა და გამოყენებული აქვს შვებულება.

9) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს. მაგ: თუ სასამართლომ დასაქმებულს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის ჩადენისათვის.

10) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ.

11) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება- როცა დამსაქმებელი არის ფიზიკური პირი.

12) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება- როცა დამსაქმებელი არის იურიდიული პირი.

13) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას – ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გარემოებებიდან გამომდინარე.

ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა ხელშეკრულების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე უნდა შეატყობინოს დასაქმებულს და უნდა გადაუხადოს 1 თვის ხელფასი, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში.თუ შეატყობინებს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტამდე მხოლოდ 3 კალენდარული დღით ადრე ,ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია 2 თვის ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულს.

დასაქმებულს უფლება აქვს დამსაქმებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან (შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაუგზავნოს მას მოთხოვნა, ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების შესახებ.

წერილობითი დასაბუთება უნდა მოხდეს მოთხოვნის მიღებიდან 7 დღის ვადაში და გაეგზავნოს დასაქმებულს, რის შემდეგაც დასაქმებულს გააჩნია უფლება 30 დღის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

თუ სასამართლო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას ბათილად ცნობს, დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება: პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს დასაქმებული ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან/და გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

ვრცლად

სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების დადება

შრომითი ხელშეკრულების დადება

ვრცლად

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/შეჩერება

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/შეჩერება

ვრცლად

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

სამსახურიდან გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძვლით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp