Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია



ინვალიდობის პენსია იტალიაში 

იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ინვალიდობის პენსიის მისაღებად აუცილებელია სამედიცინო კომისიის მიერ მინიმუმ 74%-იანი შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) სტატუსის დამტკიცება.


არსებობს ინვალიდობის პენსიის ორი ტიპი:


1.ჩვეულებრივი ინვალიდობის დახმარება (Assegno ordinario di invalidità) – ეს პენსია ეფუძნება სამუშაო პერიოდში შეტანილ კონტრიბუტებს. მის მისაღებად აუცილებელია სამუშაო სტაჟის არსებობა და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს პირის შშმ მდგომარეობას.

2. სამოქალაქო ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità civile) – ამ შემთხვევაში სამუშაო კონტრიბუტები არ მოითხოვება, თუმცა აუცილებელია, პირი იყოს იტალიის რეზიდენტი და ჰქონდეს დადასტურებული მინიმუმ 74%-იანი შშმ სტატუსი.


ორივე ტიპის პენსიის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და განაცხადის გაკეთება INPS-ში (იტალიის სოციალური დაზღვევის სამსახური).


დედობის პენსია (Pensione di maternità)

ინვალიდობის პენსიის მოთხოვნისას, დედებს უფლება აქვთ, მოითხოვონ დედობის პენსია, რომელიც წარმოადგენს დამატებით სტაჟს შვილების რაოდენობის მიხედვით:


1 შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 4 თვე;

2 ან მეტი შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 8 თვე.


აღნიშნული სტაჟი გამოიყენება საერთო სამუშაო სტაჟის გაზრდისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას იძლევა პენსიაზე ადრე გასვლის.



გაითვალისწინეთ:

  • დედობის პენსიის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ პენსიის განაცხადის გაკეთების დროს.

  • საჭიროა შვილების დაბადების მოწმობების იტალიურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული ასლები.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები