Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იტალიაში 730 წლიური დეკლარაცია, ვისთვის არის სავალდებულო? ვიდეო

იტალიაში 730 წლიური დეკლარაცია, ვისთვის არის სავალდებულო? ვიდეო


იტალიაში წლიური დეკლარაციის მოდული, ე.წ. 730 ფორმა

  • ვისთვისაა სავალდებულო იტალიაში წლიური დეკლარაციის 730 ფორმის შევსება?
  • რა სახის ხარჯების გატარება შეგიძლიათ? (19%)
  • რას ნიშნავს ორი ხელშეკრულება?
  • როგორ შეიძლება საქართველოში მყოფი ოჯახის წევრების შეყვანა დეკლარაციაში? (იტალიურად familiari fiscalmente a carico)

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ საქართველოშო მყოფი ოჯახის წევრების მითითებაზე 730 ფორმაში, რადგან ტერიტორიის მიხედვით CAF-ის ოპერატორები სხვადასხვა პასუხს იძლევიან.


განვიხილოთ დეტალურად ზემოთჩამოთვლილი საკითხები.


იტალიაში წლიური დეკლარაციის 730 ფორმის შევსება არაა სავალდებულო, თუ:

  • თქვენი წლიური შემოსავალი 8,176 ევროზე ნაკლებია და არ გაქვთ იტალიის ტერიტორიაზე უძრავი ან მოძრავი ქონება და შემოსავალი ამ ქონებიდან.
  • 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმეთ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება ან უყვეტად მუშაობთ სამსახურში 2022 წლიდან.


თუ ზემოთჩამოთვლილ ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, თქვენთვის წლიური დეკლარაციის 730 ფორმის შევსება სავალდებულო არაა.
ხოლო მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი აღემატება 8,176 ევროს, დეკლარაციის წარდგენა აუცილებელია.



იტალიაში წლიური დეკლარაციის 730 ფორმის შევსება სავალდებულოა შემდეგი კატეგორიებისთვის:

  • დასაქმებულები და პენსიონერები: ყველა პირი, რომელიც იღებს შემოსავალს დასაქმების ან პენსიის სახით და ეს შემოსავალი აღემატება 8,176 ევროს წლიურად.


თქვენ შეგიძლიათ თქვენს დეკლარაციაში შეიყვანოთ საქართველოში მყოფი ოჯახის წევრები, თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს:

  • ოჯახის წევრები უნდა იყვნენ ეკონომიკურად დამოკიდებულნი თქვენზე.
  • ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ შემოსავალი, რომელიც იტალიური საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს აღემატება.
  1. მეუღლე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 2,840 ევროს და 51 ცენტს.
  2. შვილები 24 წლამდე, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 2,840 ევროს და 51 ცენტს.
  3. შვილები 24 წლის ზემოთ, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 4,000 ევროს.


რა საბუთები დაგჭირდებათ საქართველოდან ოჯახის წევრებისათვის?

  • Codice Fiscale - ფისკალური კოდი (რომლის აღებაც შესაძლებელია იტალიის საკონსულოში საქართველოში).
  • დაბადების მოწმობები შვილებისთვის.
  • ქორწინების მოწმობა მეუღლისთვის.
  • ცნობა საქართველოდან, რომ თქვენი შვილები არ მუშაობენ.
  • ფინანსური მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტები (მაგ., ფულადი გზავნილების ქვითრები, საბანკო გზავნილები და ა.შ.).


გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის მიერ თანხის დარიცხვა დასაქმებულებისთვის დაიწყება ივლისის თვიდან, ხოლო პენსიონერებისთვის - აგვისტო-სექტემბრიდან.



ორი ხელშეკრულება ნიშნავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუშაობდით ერთ სამსახურში, შემდეგ დატოვეთ ეს სამსახური და გააფორმეთ ახალი ხელშეკრულება ახალ სამსახურში. 


ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ წლიური დეკლარაცია 730 ფორმა, რადგან გექნებათ ორი CU (CETRIFICAZIONE UNICA) – VECCHIO CUD.



რა დოკუმენტებია საჭირო 730 დეკლარაციის შესავსებად?

  • წინა წლის 730 შევსებული ფორმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • წინა წლის შემოსავლების ჯამური ანგარიში, ე.წ. CU.
  • პირადობა, იგივე Carta d’identita.
  • წლის განმავლობაში მიღებული სხვა შემოსავლის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.
  • ხარჯების დამადასტურებელი ქვითრები: მაგალითად, სამედიცინო ხარჯების ქვითრები, შვილის სკოლის ხარჯები, იპოთეკის პროცენტები და ა.შ.


კონკრეტულად რა ტიპის ხარჯების გატარება შეგიძლიათ? 19%
მხედველობის სათვალე, წნევის აპარატი, თერმომეტრი, კლინიკის ანალიზები, დიეტოლოგთან და ნუტრიციონისტთან კონსულტაციის ხარჯები, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ასევე მათთვის შეძენილი ნივთები: მაგალითად ეტლი, უსინათლოთათვის თეთრი ჯოხის და ძაღლის შეძენის ხარჯები, ვეტერინარული მომსახურების ხარჯები, ფსიქოლოგის მომსახურების ხარჯები, სტომატოლოგიური მომსახურების და კბილების პროტეზის ხარჯები, სამგზავნო აბონიმენტი, უძრავი ქონების შეძენის ხარჯები, 36 წლამდე პირებისთვის IVA დღგ-ს გადასახადი, ყოფილი მეუღლისა და შვილებისთვის გადახდილი ალიმენტი, სხვადასხვა ტიპის დაზღვევის ხარჯები, პოლიტიკური პარტიებისთვის, ასოციაციიებისთვის, ენჯეოებისთვის, ეკლესიისთვის დონაციით გაცემული ხარჯები, უნივერსიტეტის ხარჯები, სახელმწიფო კურსების ხარჯები და სხვა.


გაითვალისწინეთ, რომ ბადანტეს და colf-ის კონტრიბუტების ხარჯების გატარება შეუძლია დამსაქმებელს.


ყველა ზემოთჩამოთვლილი ხარჯისთვის დაწესებულია ლიმიტი და ასევე უნდა გქონდეთ დამადასტურებელი საბუთი ყველა ხარჯის. ასევე, თუ საქართველოში ყოფნის დროს შეიძინეთ თერმომეტრი, წნევის აპარატი ან სათვალე, აუცილებელია გადაიხადოთ ბარათით. სამედიცინო შემოწმება ან ანალიზების ჩატარების შემთხვევაში, უნდა გადაიხადოთ ბარათით და მოითხოვოთ ანგარიშ-ფაქტურა ან ზედნადები ინგლისურ ენაზე, რათა იტალიურად თარგმნა აღარ დაგჭირდეთ.


წლიური დეკლარაციის 730 ფორმის გადაგზავნა შეგიძლიათ დამოუკიდებლად შემოსავლების სამსახურის საიტზე: agenziaentrate.gov.it, Spid-ის ან ონლაინ პირადობის მოწმობის მეშვეობით, ან CAF-ს მიერ ავტორიზებული ცენტრების მეშვეობით, მათ შორის ჩვენი CAF-ის ფილიალიდან - ქალაქი ბარი ბალენძანოს მოედანი 12ა.


თუ იტალიაში მიხვალთ რომელიმე CAF-ში და უარი მიიღეთ რომელიმე საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის დეკლარაციაში შეყვანასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გაგიწიოთ დახმარება ონლაინ რეჟიმში ოპერატორთან.

ვისაც სურვილი აქვს შეავსოს დამოუკიდებლად 730 წლიური დეკლარაცი ინსტრუქცია იხილეთ აქ: 


სტატია მომზადებულია CAF-ის ხელმძღავნელის ნანა ნაკაშიძის მიერ. 

სტატიის გამოყენება www.iuristi.com-ის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება სამართლებრივი ზომები.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები