Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იტალიაში მოწვევის წერილის ფორმა / DICHIARAZIONE ALLOGGIO GARANZIA

იტალიაში მოწვევის წერილის ფორმა / DICHIARAZIONE ALLOGGIO GARANZIA


იტალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:


ტურისტულად გამგზავრების შემთხვევაში

  • მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი - პასპორტის მოქმედების ვადა მინიმუმ 3 თვით უნდა აღემატებოდეს თქვენ მიერ დაგეგმილ მოგზაურობას;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დღიური მინიმალური თანხა: 50 ევრო


მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება უნდა მოხდეს ნაღდი ფულის მეშვეობით;


ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:

  • მოწვევის წერილი: მოქალაქეს მოწვევის წერილის წარდგენა შეიძლება ეთხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ვერ წარადგენს სასტუმროს, ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ. ნათესავთან ან მეგობართან ცხოვრების შემთხვევაში). სხვა შემთხვევაში მოწვევის წერილი არ განეკუთვნება სავალდებულო დოკუმენტთა სიას.
    იტალიის რესპუბლიკაში დადგენილი წესით მოწვევის წერილის ფორმა მომწვევმა პირმა უნდა ჩამოტვირთოს შემდეგი ბმულიდან: https://drive.google.com/file/d/1eImwXKYebwrTM5p8YtcXawdjqSeCU18A/view?usp=drive_link

  • შეავსოს და დაამოწმოს საცხოვრებლის მიხედვით შესაბამის მერიის სამსახურში (კომუნე). მოწვევის წერილი საზღვარზე შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც დედანის, აგრეთვე ელექტრონული ან მატერიალური ასლის ფორმით.
  • Ვინც შენგენის ქვეყნიდან სახმელეთო გზით შემოდის იტალიაში (ავტომანქანით, მატარებლით?) სადაც საპასპორტო კონტროლს არ გადის და აპირებს ცხოვრებას ახლობელთან ბინაზე, ამ შემთხვევაში, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა შეავსოს დეკლარაცია და განაცხადოს რომ იმყოფება იტალიის ტერიტორიაზე, თუ აქვს სასტუმროს ჯავშანი საკუთარ სახელზე, თუნდაც ერთი ღამით დარჩება სასტუმროში, მაშინ დეკლარაცია აღარ არის საჭირო. Წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიური კანონმდებლობით ითვლება არალეგალად და კონტროლის შემთხვევაში პრობლემები შეექმნება.


კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად დამატებით უნდა იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები