iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » როდესაც ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს
იურიდიული სტატია

როდესაც ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს

18-04-2023, 14:36 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 268 ნახვა
როდესაც ავიაკომპანია ფრენას აუქმებს ან აყოვნებს

საავიაციო ტრანსპორტით სარგებლობისას, სხვადასხვა მიზეზებით გადადებული ან გაუქმებული ავიარეისები ბევრ უსიამოვნებას და პრობლემას იწვევს.შეფერხების მიზეზი როგორც თავად ავიაკომპანიები, ისე გარე ფაქტორებია. ამ დროს ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მგზავრია, რომელმაც არ იცის, როგორ იმოქმედოს.

იმ შემთხვევაში, თუ რეისის გადადების ან გაუქმების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა, ის ვალდებულია მგზავრს ბილეთი საკუთარი ხარჯებით შეუცვალოს ან თვითმფრინავის გარეშე დარჩენილი მგზავრი დანიშნულების წერტილში სხვა რეისით გაამგზავროს. ამ შემთხვევაში ბილეთების ღირებულებათა შორის სხვაობის ანაზღაურება ავიაკომპანიას მოუწევს.

ტრანზიტული ავიარეისებისას უმჯობესია ისარგებლოთ ერთი ავიაკომპანიით. ამ დროს რეისის გადადების ან შეყოვნების შემთხვევაში გასავლელი პროცედურები მარტივდება. იმ შემთხვევაში, თუ რეისის დაგვიანების გამო მგზავრმა ვერ მოასწრო ტრანსფერის გავლა და სხვა თვითმფრინავში გადაჯდომა, ავიაკომპანია ვალდებულია დანიშნულების წერტილში ის განრიგით გათვალისწინებული შემდეგი თვითმფრინავით გაამგზავროს.

რისი უფლება აქვს მგზავრს?

თუ ავიარეისი 2 ან 2-ზე მეტი საათით გადაიდო, თქვენ გაქვთ სრული უფლება ავიაკომპანიის წარმომადგენელს მოთხოვოთ უფასო საკვები და სასმელი. ფულადი კომპენსაციის შემთხვევაში საქმე უფრო რთულდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ გამგზავრების, ტრანზიტის ან ჩაფრენის პუნქტი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაშია, თქვენ სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.

250 ევრო ავიარეისებისთვის 1500 კმ-მდე მანძილით, 400 ევრო ავიარეისებისთვის 3500 კმ-მდე მანძილით და 600 ევრო ავიარეისებისთვის, რომელთა მანძილიც 3500 კმ-ს აღემატება. ყველა ეს რეგულაცია იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ თქვენი რეისის 2 ან 2-ზე მეტი საათით გადადების მიზეზი თავად ავიაკომპანიაა.

ბილეთის დაჯავშნის ან შეძენის წინ ყურადღებით გაეცანით თქვენს მიერ არჩეული ავიაგადამყვანის წესებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოთ თქვენი უფლებების დაცვა. ეს წესები ავიაკომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა ქონდეს გამოქვეყნებული.

თუ ბავშვს ელოდებით და თვითმფრინავით მგზავრობას აპირებთ, წინასწარ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. წნევის ცვლილებამ, ჟანგბადის უკმარისობამ, დახურულმა სივრცემ შეიძლება დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ. თან უნდა იქონიოთ თქვენი ექიმის სამედიცინო ცნობა . ცნობის უქონლობის შემთხვევაში, აიაკომპანიას აქვს უფლება, დაგატოვებინოთ ბორტი.

მსოფლიოს უმსხვილეს ავიაკომპანიებში სამედიცინო საბუთებს და შესაბამის ცნობებს ორსულობის 28-ე კვირიდან ითხოვენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველა ავიაკომპანიას თავისი, ინდივიდუალური წესები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხისტი წესების მატარებელი სკანდინავიური SAS-ია. ორსულობის პირველი 4 კვირის განმავლობაში ამ ავიაკომპანიით თქვენ უპრობლემოდ იფრენთ. 4 კვირის ზემოთ - სამედიცინო ცნობის წარმოდგენას მოგთხოვენ და ბორტზე იმ შემთხვევაში დაგიშვებენ, თუ ფრენის ხანგრძლივობა 4 სთ-ს არ აღემატება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ავიაკომპანია, ფრენა, გაუქმება, დაყოვნება, ფრენის გაუქმება, ფრენის გადადება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდისაა შესაძლებელი ფრენის კომპენსაციის მიღება?

როდისაა შესაძლებელი ფრენის კომპენსაციის მიღება?

ვრცლად

რომი-ქუთაისი-რომის მიმართულებით ფრენები განახლდა – იხილეთ რეისების განრიგი

რომი-ქუთაისი-რომის მიმართულებით ფრენები განახლდა – იხილეთ რეისების განრიგი

ვრცლად

იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

იტალიაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

ვრცლად

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ვრცლად

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

სააღსრულებო წარმოების დროს მოვალის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp