iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
იურიდიული სტატია

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

21-12-2021, 11:29 სიახლე 309 ნახვა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა კონცენტრაცია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტებმა სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განახორციელეს. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის 20 აპრილს შპს „ჯეოფაიფის“ მიერ შპს „სიბელის“ 100%-იანი წილის შეძენა განხორციელდა. კონცენტრაცია ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს.

„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს - შპს „ჯეოფაიფს“, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციაზე თანხმობის არ გაცემის შემთხვევაში კომპანიებს სასამართლოს გზით დაევალებოდა მათი თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა.

კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასებისა და შესაბამისი ბაზრის ანალიზის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ 2020 წელს ბაზრის მოცულობამ შეადგინა 118 მილიონი ლარი; იმპორტი განახორციელა 240-მა ეკონომიკურმა აგენტმა; ბაზარზე კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 476 ერთეული - რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ჯეოფაიფსა“ და შპს „სიბელს“ შორის განხორციელებული კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. კერძოდ, განსახილველი სასაქონლო ბაზარი, HHI ინდექსის გათვალისწინებით, დაბალკონცენტრირებულია და განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020-2021 წლებში 3 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და განიხილა 1 განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობა, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების ფაქტების გამოვლენის მიზნით წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში. 2020 წლის 4 ნოებრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტოს მიერ 16 552 კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

წყარო:imedinews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში

ვრცლად

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განვლილ წელს აჯამებს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განვლილ წელს აჯამებს

ვრცლად

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი გარემოებები

დამტკიცდა საერთაშორისო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრა N 2658 ფაქტობრივი

ვრცლად

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp