iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა
იურიდიული სტატია

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

2-12-2021, 15:23 სიახლე 392 ნახვა
ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ქუთაისში დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაადგენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობას. რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.

ანალოგიური მეტეოროლოგიური რადარის დამონტაჟება დასრულების სტადიაზეა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზეც (სოფ. კიკეთში).

მიმდინარე წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ტექნიკური გადაიარაღების კუთხით. შეძენილია 13 ერთეული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, 50 ერთეული მეტეოროლოგიური საგუშაგო და 21 ერთეული ჰიდროლოგიური საგუშაგო, აგრეთვე, მეტეოროლოგიური პარამეტრების მაღალი სიზუსტით მზომი საკონტროლო პორტატიული ხელსაწყო, ალაზანი-იორისა და ხრამი-დებედას აუზებში დამონტაჟდა 12 ერთეული ავტომატური წყლის დონის მზომი სადგური.

ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა, კახეთის მხარეში 10 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო. სადგურები აღჭურვილია უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურით.
მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, შეაჯამეს მიღწევები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების და ტექნიკური გადაიარაღების კუთხით; ამ ეტაპზე სააგენტო მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული მონაცემების ვალიდაციის პროცედურების დანერგვაზე.

სააგენტოს მიერ შემუშავდა აკვაკულტურის ახალი კანონმდებლობა და 2020 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა ახალი კანონი აკვაკულტურის შესახებ, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან საფუძვლებს ამ სექტორში აქტივობების გაძლიერებისათვის, მათ შორის, საზღვაო წყლებში მარიკულტურის, შიდა წყლებში - ტბებსა და წყალსატევებზე ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოების მიმართულებით. კანონი დაიცავს გარემოს და შექმნის აკვაკულტურის წარმოების განვითარების სტანდარტებს. კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სააგენტოს ინფრასტრუქტურული სიახლეები, მათ შორის თბილისში დასრულებული მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, ქ. ბათუმში (ადლიაში) მიმდინარე სააგენტოს რეგიონალური ოფისის სამშენებლო სამუშაოები და ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების აეროლოგიური სადგურის საოფისე და დამხმარე შენობები, რომელიც ქ. ფოთში აშენდება.

აღსანიშნავია, რომ განხორციელდა საზღვაო ექსპედიცია გონიო-ანაკლიის აკვატორიაში. სპეციალიზებული ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებით, 18 საზღვაო სადგურზე აღებულია 200-ზე მეტი ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის ნიმუშები ჰიდრობიოლოგიური კვლევებისთვის. ასევე, შეფასდა ძირითადი სარეწაო რესურსის, შავი ზღვის ქაფშიას მარაგების მდგომარეობა ექოსაუნდერის გამოყენებით; გრძელდება კვლევები საქართველოს საზღვაო სივრცეში ძირითადი სარეწაო თევზების მარაგებისა და სამრეწველო თევზჭერის კვოტების განსაზღვრის მიზნით; დასრულდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში რაპანას კვლევის მე-2 ეტაპი.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხზე. დონორთა მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური მიდგომით განისაზღვრება

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა მხრიდან დანაშაულის განმეორების ალბათობა ინოვაციური

ვრცლად

ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

ბიზნეს ვიზიტით საქართველოში შემოსვლის წესი უცხოელებისთვის

ვრცლად

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

დეველოპერები ბინებს ექსპლუატაციაში შესვლამდე ვეღარ გაყიდიან

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp