Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განვლილ წელს აჯამებს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განვლილ წელს აჯამებს


ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ განვლილი წელი შეაჯამა. ღონისძება სააგენტოს დირექტორმა თამარ მელიქიძემ გახსნა.


მისი განცხადებით, სააგენტომ გასული წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ბენეფიციარი დააფინანსა. 

"ჩვენი სააგენტო ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და ე.წ. ვერტიკალური, მიზნობრივი პროგრამების საკმაოდ დიდ მოცულობას, 16 მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირებას. ამ ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდ 400 მილიონზე მეტი ლარის სამუშაო შესრულდა და დავაფინანსეთ მილიონ 200 ათასზე მეტი ბენეფიციარი,"-აცხადებს თამარ მიქელაძე. 


რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პროგრამები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით - კარდიოქირურგიული ოპერაციების, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსების კუთხით.


"პროგრამები, რომელიც განხორციელდა გასული 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ისინი მიმართულია საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ეს პროგრამა - კარდიოქირურგიული ოპერაციების დაფინანსება, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება,"- აცხადებს ლევან გოფოძე.


წყარო:1tv.ge

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები