iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება
იურიდიული სტატია

პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

25-11-2021, 13:06 სიახლე 482 ნახვა
პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვება

საქართველოს პირველი არხი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ერთვება, რომელიც 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის დღემდე გაგრძელდება.

25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა სპეციალურად ამ დღისთვის წითლად განათდება.

კვირეულის ფარგლებში, პირველი არხის ყველა პლატფორმის (ტელევიზია, რადიო, ონლაინ პორტალი) გადაცემები და პროექტები კომპლექსურად გააშუქებენ გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ თემატიკას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო ორგანიზაციის ბაზაზე ვიდეოოპერატორის სტაჟირების პროგრამაში გოგონების ჩართვა; მაუწყებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას მრავალი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, მიზანი სწორედ გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისებაა.

„ბევრს ვსაუბრობთ ქალთა გაძლიერებაზე, თუმცა ამ მიმართულებით საზოგადოებაში რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი, გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა სწორედ მათი გაძლიერების წინაპირობა. პირველი არხი ბევრი მიმართულებით მუშაობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე, იქნება ეს კონტენტის შექმნა თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

გენდერული ბალანსის დასაცავად, საქართველოს პირველი არხი BBC-სთან თანამშრომლობით პროექტს „50:50“-ზე ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს, უახლოეს წლებში მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს ეთერში – რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე. პროექტი „50:50“ მონაცემთა შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და შემდგომ დაგეგმვის წყალობით უზრუნველყოფს მაუწყებლის კონტენტში ქალებისა და კაცების სამართლიან რეპრეზენტაციას და გენდერული ბალანსის საუკეთესო შესაძლო მაჩვენებლის მიღწევას. ამჟამად პროექტს 20 ქვეყანაში 70 ორგანიზაცია ახორციელებს. BBC-სთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება

წყარო:1tv.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

ვრცლად

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებია

ვრცლად

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

ვრცლად

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

ვრცლად

იურიდიული მომსახურება ქველმოქმედებისთვის

იურიდიული მომსახურება ქველმოქმედებისთვის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp