iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველო შეუერთდა UNIDROIT-ის კონვენციასა და ოქმს საავიაციო ობიექტებზე საერთაშორისო გარანტიების შესახებ
იურიდიული სტატია

საქართველო შეუერთდა UNIDROIT-ის კონვენციასა და ოქმს საავიაციო ობიექტებზე საერთაშორისო გარანტიების შესახებ

5-09-2025, 18:41 სიახლე 36 ნახვა
საქართველო შეუერთდა UNIDROIT-ის კონვენციასა და ოქმს საავიაციო ობიექტებზე საერთაშორისო გარანტიების შესახებ

საქართველო შეუერთდა UNIDROIT-ის კონვენციასა და ოქმს საავიაციო ობიექტებზე საერთაშორისო გარანტიების შესახებ

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გაეროს რომში განთავსებულ სპეციალიზებულ ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ლილუაშვილმა, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოს გადასცა სიგელი, რომლის საფუძველზეც საქართველო ოფიციალურად შეუერთდა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციასა და მის შესაბამის ოქმს.

აღნიშნული აქტით, საქართველომ განამტკიცა თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაადასტურა მზადყოფნა, სრულფასოვნად ჩაერთოს საერთაშორისო კერძო სამართლის სფეროში მოქმედ სამართლებრივ რეჟიმებში.

საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირება და მის ოქმთან მიერთება წარმოადგენს ქვეყნის მხრიდან აღიარებას, რომ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საავიაციო სექტორში მოქმედი გარანტიების დაცვა არის სახელმწიფო ინტერესის ნაწილი. აღნიშნული ნაბიჯი ზრდის სამართლებრივი გარემოს პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას, რაც პირდაპირ უწყობს ხელს როგორც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების, ისე საინვესტიციო პროცესების გაძლიერებას.

ოფიციალური ცერემონიის შემდგომ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობები. საქართველოსა და UNIDROIT-ის შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებული ყურადღებით, მიმართული იქნება სამართლებრივი ინსტრუმენტების ჰარმონიზაციისკენ, კერძო სამართლის სფეროში ინოვაციური პრაქტიკების დანერგვისკენ და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობისკენ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველო, საერთაშორისო სამართალი, UNIDROIT, საავიაციო კონვენცია, საავიაციო სამართალი, ინვესტიციები, სამართლებრივი ჰარმონიზაცია, საერთაშორისო კონვენცია, საავიაციო ობიექტები, საერთაშორისო გარანტიები, თამარ ლილუაშვილი, იგნასიო ტირადო, კერძო სამართლის უნიფი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს

ვრცლად

საქართველოსა და იტალიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმება განხილვის საბოლოო ეტაპზეა

საქართველოსა და იტალიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმება განხილვის

ვრცლად

იტალიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა 33 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა ჩასხდომას ლონდონში მიმავალ რეისზე

იტალიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა 33 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის

ვრცლად

ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად

ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად

ვრცლად

დღეს, თბილისში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და NAPOL - ში წარმატება უსურვა

დღეს, თბილისში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp