იურიდიული სტატია
ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
