იტალიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა 33 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა ჩასხდომას ლონდონში მიმავალ რეისზე
იტალიის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა 33 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა ჩასხდომას ლონდონში მიმავალ რეისზე,
ეს არის რიგით მეორე ანალოგიური შემთხვევა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში დაფიქსირდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ , როდესაც ისინი ახორციელებდნენ სტანდარტულ შემოწმებას აეროპორტში.
სცენარი შემდეგია: 33 წლის მამაკაცი მივიდა კატანიას "ბელინის" სახელობის აეროპორტში, დაჯდა რიგში პასპორტის კონტროლისთვის და შეუერთდა სხვა მგზავრებს, რომლებიც ელოდებოდნენ ჩასხდომას ლონდონისკენ მიმავალ ავიარეისზე.
როდესაც მისი რიგი დადგა, მან ყოველგვარი ყოყმის გარეშე წარადგინა მოგზაურობის დოკუმენტი ლატვიური პასპორტი, რომელმაც პოლიციელებში ეჭვი გამოიწვია.
შემდეგ ეტაპზე ჩატარდა დეტალური შემოწმება უახლესი თაობის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით, რომელმაც გამოავლინა არაერთი შეუსაბამობა და დაადასტურა დოკუმენტის ყალბობა, აღნიშნული პირი გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში.
საქართველოს მოქალაქე დაკავებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ყალბი დოკუმენტების ფლობასა და დამზადებას.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
