iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » 2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1630 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
იურიდიული სტატია

2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1630 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

7-06-2025, 13:14 სიახლე 19 ნახვა
2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1630 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1630 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად განისაზღვრება, ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმის ფარგლებში შესაძლებელია, სასამართლოს ბრძანების გარეშე, განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მსგავსი ღონისძიებები (ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიოჩაწერა). ამავდროულად, სასამართლოს კონტროლის გარეშე, შესაძლებელია პირის შესახებ იმგვარი ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიმართაც მას აქვს პრივატულობის განცდა (მაგ., ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ა.შ.). ამდენად, მოსარჩელე მხარეს მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალურ მოთხოვნას, რის გამოც იგი მოითხოვდა მის არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელე დამატებით მიუთითებდა, რომ საჯარო სივრცეში პირზე ვიზუალური დაკვირვება, (თუნდაც იგი არ ხორციელდებოდეს ვიდეო-აუდიოჩაწერისა თუ ფოტოგადაღების გზით), კონკრეტული ინფორმაციის შეგროვების მიზნით, წარმოადგენს პირად ცხოვრებაში იმგვარ ინტენსიურ ჩარევას, რომელიც საჭიროებს სასამართლო კონტროლს.
მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის, განმარტებით კანონმდებლობა არ იძლევა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედების მსგავსი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. იგი აღნიშნავს, რომ ცნობების შეგროვება მოიცავს საჯაროდ არსებული ინფორმაციის გამოთხოვას, მაგალითად, პირის საცხოვრებლის დადგენას, ხოლო ვიზუალური კონტროლის ფარგლებში პირზე დაკვირვება ხდება საჯარო სივრცეში, რომლის დროსაც, პირზე უკეთ დაკვირვების მიზნით, შესაძლებელია, მოხდეს იმგვარი მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც არ აქვს ფიქსაციის ფუნქცია და არ წარმოადგენს ელექტრონულ საშუალებას. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ღონისძიების განხორციელება არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალური მოთხოვნის დაცვას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვიზუალური კონტროლის ფარგლებში, პირი ფოტოგადაღების, ვიდეო-აუდიოჩაწერის, ელექტრონული თვალყურის დევნების გარეშე ექვემდებარება თვალთვალს საჯარო ადგილებში ყოფნისას, გადაადგილებისას, შეუიარაღებელი თვალით ან ისეთი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ფიქსაციის ფუნქცია (მაგ., ბინოკლით). სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში გადაადგილებისას, პირზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შესაძლებელია, მოხდეს პირის შესახებ იმგვარი მონაცემების შეგროვება, რომელიც დეტალურ წარმოდგენას ქმნის ადამიანის პირადი ცხოვრების არაერთი ასპექტის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს, რომ ამგვარი ინფორმაციის მოპოვება და ფლობა ადამიანის პირად ცხოვრებაში საკმაოდ მკაცრ, ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენს და ასეთი მონაცემების შეგროვება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სათანადო მყარი საკანონმდებლო გარანტიების პირობებში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ვიზუალური კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო არ ახდენს პირის კერძო სფეროში ინტერვენციას, პირზე ინფორმაციის მოპოვება არ ხდება მის კერძო სივრცეში შეჭრის გზითა თუ კომუნიკაციის შინაარსზე წვდომის მეშვეობით. ამდენად, სადავო ღონისძიება, თავისი არსით, განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ნაწილს და სადავო ნორმით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცნობების შეგროვების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებში, სამსახურებრივ ბაზებში ან კერძო ორგანიზაციებში პირზე არსებული ინფორმაციის გამოთხოვას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა არ ადგენს პირის კერძო სივრცეში ჩარევის, პირადი კომუნიკაციის ინფორმაციაზე წვდომის საკანონმდებლო საფუძველს. აღნიშნული ნორმის ფარგლებში, პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ ხდება მის პირად სივრცეში (საცხოვრებელში, დროებით თუ მუდმივ სამყოფელში, პირად მფლობელობაში) შეღწევის გზით, პირისპირ თუ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ამდენად, სადავო ნორმით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულ პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციაზე სახელმწიფოს ხელმისაწვდომობის საკითხები, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში პირის შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება/გამოთხოვა და შეგროვება, თავისი არსით, განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ნაწილს.
დავის საგანი: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 2025 წლის 4 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

მსჯავრდებულთა ერთადგილიან საკანში მოთავსების წესი სახალხო დამცველის კონსტიტუციური

ვრცლად

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1802).

2025 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1481 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp