iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი
იურიდიული სტატია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

28-10-2024, 15:11 სიახლე 124 ნახვა
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).


სადავო ნორმის თანახმად, პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან და რომლისთვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, შეუძლია, განცხადებით მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება, ხოლო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი დაინიშნება ნოტარიუსის თანამდებობაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას ყოფილ ნოტარიუსებს შორის.

კერძოდ, იმ პირებს, რომლებიც 2008 წლის პირველიაპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში გადადგნენ თანამდებობიდან, ენიჭებათ შესაძლებლობა, გამარტივებული წესით დაბრუნდნენ ნოტარიუსის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ხელახლა ჩაბარების, კონკურსში მონაწილეობისა და კანონით განსაზღვრული რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე.

ამგვარი შესაძლებლობით კი ვერ სარგებლობს მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ყოფილი ნოტარიუსები. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას.


მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შემოღება განპირობებული იყო 2010 წელს ნოტარიატის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებით. ახალი კანონით მნიშვნელოვნად შეიცვალა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, წაყენებული მოთხოვნები და პროცედურა, რამაც გააჩინა რისკი, რომ რეფორმის შემდეგ, დროის გარკვეულ მონაკვეთში, შესაძლოა, შეფერხებულიყო ახალი ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნა. ამ რისკი თავიდან ასაცილებლად კი, კანონმდებელმა დაუშვა გამონაკლისი და ყოფილ ნოტარიუსთა გარკვეულ ნაწილს მისცა თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების უფლება. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმამ ამოწურა მოქმედების პოტენციალი და, დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული დანიშნულება აღარ გააჩნია - მისი მოქმედება მხოლოდ ფორმალურია.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას თანასწორ სუბიექტებს - ყოფილ ნოტარიუსებს შორის, ხოლო განსხვავებული მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ ნოტარიუსთა ნაწილს - 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში თანამდებობიდან გადამდგარ პირებს - თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლიათ საგამონაკლისო, გამარტივებული წესით. განსხვავებით ყველა სხვა ყოფილი ნოტარიუსისაგან, მათზე არ ვრცელდება 2010 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ახალი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურსის გავლის, პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობის მაღალმთიან დასახლებაში განხორციელების შესახებ და სხვა.


საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ დებულებას დღესაც აქვს მოქმედების პოტენციალი და სადავო ნორმის სუბიექტებს კვლავ შეუძლიათ ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ყოფილ ნოტარიუსთან ნაწილისათვის პრივილეგიების მინიჭება ვერ გამართლდება 2010 წელს განხორციელებული რეფორმიდან მომდინარე რისკებზე მითითებით, რადგანაც არ დასტურდება, რომ ეს რისკი დღესაც რელევანტურია და რაიმე ფორმით, შეიძლება, აფერხებდეს ახალი კადრების ნოტარიუსთა თანამდებობაზე დროულად დანიშვნას.

საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ყოფილი ნოტარიუსებისათვის პროფესიაში გამარტივებული გზით დაბრუნების უფლების მინიჭება, შესაძლოა, წარმოადგენდეს სანოტარო საქმიანობის უწყვეტობის და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მექანიზმს. თუმცა, ამ უფლების მინიჭება მხოლოდ კონკრეტულ თარიღში თანამდებობიდან წასული პირებისათვის, იმის დასაბუთების გარეშე, თუ რატომ ენიჭებათ მათ პრიორიტეტი, არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, ხოლო მისი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2025 წლის 1 ივნისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს დრო, გადაწყვიტოს თუ რომელი მექანიზმით სურს პირთა შორის თანასწორობის აღდგენა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა, კონსტიტუციური სარჩელი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ნოტარიუსის ასაკი 65-დან 70 წლამდე გაიზარდა თანამდებობაზე ყოფნისთვის

ვრცლად

მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ვრცლად

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იზრდება

ვრცლად

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

ვრცლად

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

65 წლის ასაკიდან პირის გათავისუფლება აკადემიური თანამდებობიდან სასამართლომ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp