N 193 - 13/06/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობა
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №193
2024 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 110 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ დადგენილების მიზნებისთვის უქმე დღეს არ წარმოადგენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 11 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 − 14 გრაფები:
1.1 სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)
20 სამუშაო დღე უფასო
10 სამუშაო დღე 25000ლარი
5 სამუშაო დღე 30000ლარი
1.2 სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)
20 სამუშაო დღე უფასო
10 სამუშაო დღე 25000ლარი
5 სამუშაო დღე 30000ლარი
1.3 სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა
20 სამუშაო დღე უფასო
10 სამუშაო დღე 5000 ლარი
5 სამუშაო დღე 10000ლარი
ბ) 241 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 გრაფა:
„242
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილებების შეტანაზე თანხმობის გაცემა
5 სამუშაო დღე 100 ლარი
3 სამუშაო დღე 150 ლარი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
