iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » N 198 - 10/06/2024 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
იურიდიული სტატია

N 198 - 10/06/2024 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

26-06-2024, 12:14 სიახლე 142 ნახვა
N 198 - 10/06/2024 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №198
2024 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა

1. სამორინეს მოწყობის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, აზარტული კლუბის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის, ბინგოს მოწყობის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვებს გასცემს შემოსავლების სამსახური.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06, №VI-06​​​1, №VI-06​2, №VI-06​3, №VI-06​4, №VI-06​5 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის ნუმერაცია განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა - 19-02/--;

ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-03/--- ;

გ) სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-04/--- ;

დ) ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-05/--- ;

ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-06/--- ;

ვ) ლოტოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-07/--- ;

ზ) ბინგოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-08/--- ;

თ) აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-09/--- ;

ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-10/--- ;

კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-11/--- ;

ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-12/--- .

4. ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.“.

2. დანართი №VI-06​2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №VI-06​3, დანართი №VI-06​4 და დანართი №VI-06​5.

3. 95-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახურის მიერ სანებართვო მოწმობა შეიძლება გაიცეს მატერიალური ფორმით (გარდა აზარტული კლუბის მოწყობის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობისა) ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.“.

4. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისათვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისთვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმაზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის მოწყობაზე, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ან/და სალაროების მოწყობაზე.“.

5. 99-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობა და წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდი. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა სრულდება საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება ნებართვის მოქმედების ვადის დასრულებამდე დარჩენილი დღეების პროპორციულად.

9. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) განმავლობაში, ამ ბრძანების 105​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის/სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე პირი სარგებლობს მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე გაცემული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნებით.“.

6. 105​1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 105​1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა

1. პირის რეორგანიზაციისას, რომელიც ფლობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას, აღნიშნული ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 23-ე და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის შესაბამისი ნებართვ(ებ)ის გადაცემა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

ვრცლად

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp