ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში
2023 წლის 17 აპრილს ძალაში შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მომსახურების საფასური დაწესდა არააგლომერირებული კონცენტრირებული წიდის ექსპორტის პროცედურაში გაფორმებაზე. აღნიშნული მომსახურების საფასურის ოდენობა შეადგენს 1 ტონაზე 20 ლარს.
ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ არააგლომირირებულ კონცენტრირებულ წიდად მიიჩნევა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2601 11 000 01 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი.მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ სახაზინო კოდზე: 302003291.
წყარო:შემოსავლების სამსახური
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
