Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში ცვლილება შევიდა

შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში ცვლილება შევიდა



„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის ახალი საფასურების დადგენას, ასევე, საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ან განახევრების  განსხვავებული პირობების შემოღებას, იმ პირებისთვის, რომლებიც შესაბამისი მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენენ ელექტრონული ფორმით, მათივე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

წარმოდგენილი ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და დისტანციური სერვისებით სარგებლობის წახალისებას. სერვისების ელექტრონული ფორმით გამოყენება საშუალებას აძლევს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით. აღსანიშანავია, რომ  განცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად  ნებისმიერ დროს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის აღნიშნული ცვლილებით დადგენილი საფასურები ამოქმედდება მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან.

წყარო : ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები