iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით
იურიდიული სტატია

ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

26-06-2024, 12:02 სიახლე 128 ნახვა
ცვლილებები სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მიმიდნარე წლის ივნისიდან ამოქმედდა სხვადასხვა ნორმატიულ აქტში განხორცილებული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილება შევიდა:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლითც განისაზღვრა ნებართვებისა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის პროცედურები, სანებართვო მოწმობის ფორმები და ასევე ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები. (ამოქმედების თარიღი 11.06.2024).

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება განპირობებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 9 თებერვალს შესული ცვლილებებით (ამოქმედების თარიღი 2024 წლის 1 ივნისი), რომლითც განისაზღვრა ახალი ნებართვის სახეები, კერძოდ:

  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა 2023 წლის 9 თებერვლის ცვლილება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებად განისაზღვრა:

  • სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები;
  • სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები;
  • ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები.

ამავე საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, ცვლილება განხორციელდა „სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (გავრცელდა 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე), რომლითაც. დადგინდა მომსახურების საფასურები მომსახურების გაწევისათვის:

1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)

20 სამუშაო დღე უფასო

10 სამუშაო დღე 25000 ლარი

5 სამუშაო დღე 30000 ლ

2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა (მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა)

20 სამუშაო დღე უფასო

10 სამუშაო დღე 25000 ლარი

5 სამუშაო დღე 30000 ლ

3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის გაცემა

20 სამუშაო დღე უფასო

10 სამუშაო დღე 5000 ლარი

5 სამუშაო დღე 10000 ლარი

ამასთან, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2023 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილების მე-2 მუხლის მიხედვით, 2024 წლის 1 ივნისამდე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირებმა 2024 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ სისტემურ -ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის შესაბამისი ნებართვის აღება .აღნიშნულ შემთხვევაში აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს 2024 წლის 1 ივლისამდე სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან /და მომგებიანი თამაშობების მოწყობა არ ჩაეთვლებათ საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებად .

განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცვლილებები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში

ცვლილება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების

ვრცლად

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში

ვრცლად

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან დაკავშირებით?

რა არის საშემოსავლო გადასახადი და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს კანონი მასთან

ვრცლად

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp