iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს! Congratulazioni, Davit Asatiani è stato eletto Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei!
იურიდიული სტატია

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს! Congratulazioni, Davit Asatiani è stato eletto Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei!

17-06-2024, 17:55 სიახლე 159 ნახვა
დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს! Congratulazioni, Davit Asatiani è stato eletto Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei!

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს!
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) თავმჯდომარის არჩევნები 13 ივნისს ჩატარდა.

ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.


„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა და ის ასევე, ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს, ისევე, როგორც წარმოადგენს ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას.


ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი იქნება და ეს ევროპის მასშტაბით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას წარმოადგენს და ემსახურება მიზანს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით.


აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს, მარია სლაზაკს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იურიდიული პროფესიისა და ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერების საქმეში." განაცხადა დავით ასათიანმა.


ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს აერთიანებს. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

ENG
David Asatiani has been elected as the President of the European Association of Lawyers (AEA-EAL). The elections took place on June 13.

This marks the first precedent in the history of professional associations of lawyers in Europe, when the President of the organization is from a non-EU country.

David Asatiani is currently serving his second term as President of the Georgian Bar Association, a position he was re-elected to by the general assembly's annual meeting. Additionally, in 2021, he was also appointed as the vice-president of the European Association of Lawyers.
Expressing his gratitude, Asatiani stated, "I thank my European colleagues for their trust. Being elected President of the European Association of Lawyers is a great honor and responsibility. It signifies recognition of the Georgian Bar Association's independence, development, and adherence to European standards, and it demonstrates clear support for us.


As President, my main priority will remain to strengthen the legal profession across Europe and to increase international support for lawyers and bar associations in transitional democracies, aiming for their further integration into the European legal profession family.
I would also like to express my gratitude to Maria Slzak, the former president of the European Association of Lawyers, for her significant contributions to strengthening the legal profession and Bar associations throughout Europe."


🇪🇺 Founded in 1986 by European lawyers in Brussels, the European Association of Lawyers unites lawyers' associations, law offices, and individual lawyers across Europe. Its activities focus on supporting the legal profession in European countries, strengthening lawyers' associations, and establishing the rule of law.

IT

Congratulazioni, Davit Asatiani è stato eletto Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei! Le elezioni per la presidenza dell'Associazione degli Avvocati Europei (AEA-EAL) si sono tenute il 13 giugno.

Questo è il primo precedente nella storia delle associazioni professionali degli avvocati europei in cui il presidente dell'organizzazione proviene da un paese non membro dell'Unione Europea.

Attualmente, Davit Asatiani ricopre la posizione di Presidente dell'Associazione degli Avvocati della Georgia per la seconda volta, in seguito alla decisione dell'assemblea elettorale generale. È significativo notare che nel 2021 è diventato Vicepresidente dell'Associazione degli Avvocati Europei.
"Desidero ringraziare i colleghi europei per la fiducia che mi hanno accordato. La mia elezione a Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei è un onore e una responsabilità che riconosce l'indipendenza dell'avvocatura georgiana, il suo sviluppo e la sua conformità agli standard europei, oltre a rappresentare un ulteriore chiaro sostegno nei nostri confronti.


Come Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei, la mia priorità principale rimarrà invariata: rafforzare la professione legale in tutta Europa e promuovere una maggiore integrazione degli avvocati e delle associazioni forensi dei paesi in transizione democratica nella famiglia legale europea.
Vorrei anche ringraziare l'ex presidente dell'Associazione degli Avvocati Europei, Maria Slazak, per il suo grande contributo al rafforzamento della professione legale e delle associazioni forensi in tutta Europa," ha dichiarato Davit Asatiani.


🇪🇺 L'Associazione degli Avvocati Europei (AEA-EAL) è stata fondata nel 1986 a Bruxelles da avvocati europei. L'organizzazione riunisce associazioni forensi, studi legali e avvocati individuali in tutta Europa. L'attività dell'associazione è volta a sostenere la professione legale nei paesi europei, rafforzare le associazioni forensi e promuovere lo stato di diritto.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დავით ასათიანი, ვროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს, Congratulazioni, Davit Asatiani, è stato eletto Presidente dell'Associazione degli Avvocati Europei
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ვრცლად

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება ჩაატარა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაციამ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) აღმასრულებელ დირექტორს, თეოდორა თომას და მსოფლიო სამართლის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (WLF) დირექტორს, ტერეზა დელ რიეგოს უმასპინძლა

ადვოკატთა ასოციაციამ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) აღმასრულებელ დირექტორს, თეოდორა

ვრცლად

სამართლის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

სამართლის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp