სამართლის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა სამართლის უზენაესობის პირველ რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა.
დავით ასათიანმა ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქვეყანაში ხარისხიანი, სანდო მართლმსაჯულების სისტემისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, მიმართეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
რეგიონულ ფორუმში იმერეთისა და აჭარის რეგიონის ადვოკატები, მართლმსაჯულების სფეროს, უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიების მთავარი თემა იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და ოჯახურ საქმეებში მედიაციის გამოყენების უპირატესობის საკითხები.
წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association
ფოტო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
