iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა
იურიდიული სტატია

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

24-11-2021, 14:03 სიახლე 835 ნახვა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა
წლების განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ადვოკატებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა.კერძოდ, გამომძიებლების მიერ დაკავებული პირისთვის ხდებოდა კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა; ასევე, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას, ბრალდებულს დაუყოვნებლივ ენიშნებოდა დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე; აგრეთვე, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაშიც, საზოგადოებრივი ადვოკატები აგრძელებდნენ საქმეში მონაწილეობას. ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვასა და საადვოკატო საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ძალზედ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურთან. 2021 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი აწერენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, გამომძიებლებს დაევალებათ, დაკავებულ პირს არ გაუწიონ რეკომენდაცია კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით
საქართველოს პროკურატურა შიდა უწყებრივ ინსტრუქციას შეიმუშავებს და აღასრულებს, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან, ბრალდებულს გონივრული ვადა მიეცემა (არანაკლებ 24 საათისა) ადვოკატის მოსაწვევად (დაცვა შეთანხმებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე
იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში (დაცვა შეთანხმებით), საზოგადოებრივი ადვოკატები მიმართავენ სამსახურს საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით.ჩვენ თითოეულ ზემოაღნიშნულ უწყებასთან გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული დებულებები სრულყოფილად აღსრულდეს ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვისა და საადვოკატო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
წყარო:საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: წლების განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ადვოკატებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას, ისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა, ოველივე აღნ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

ადვოკატის ნომერი

ადვოკატის ნომერი

ვრცლად

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

ვრცლად

ადვოკატის მომსახურება

ადვოკატის მომსახურება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp