უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე
თუ თქვენ უნებლიედ აღმოჩნდით ნაფიც მსაჯულად და არ გსურთ მონაწილეობის მიღება უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყავით ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებთ ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, რაც დასტურდება ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი ინფორმაციების ერთობლიობით. ეს წესი განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვა სამუშაოს შემსრულებელ პირზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფებით ან მიემგზავრებით საქართველოს ფარგლების გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებული ხართ.
სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან.
წყარო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 31
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
