iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი » დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები
იურიდიული სტატია

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

26-04-2023, 17:39 სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 262 ნახვა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

ერთი მხარის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ მოპასუხე მხარეს ბარდება სასამართლო უწყება მოდავე მხარის სარჩელთან ერთად, რის შემდეგაც მოპასუხეს ენიჭება საპროცესო უფლება-მოვალეობები, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.

სასამართლოს შესაბამისი გარემოებების არსებობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს ორ შემთხვევაში: მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის ან შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

აღნიშნული საპროცესო უფლება-მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, ანუ თქვენი საპროცესო მონაწილეობის გარეშე თქვენს წინააღმდეგ მიმართული სარჩელის დაკმაყოფილების წესს, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფას, დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, არ ახორციელებს საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა დგინდება მოპასუხეს ჩაბარდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით სასამართლო უწყება სხდომაზე დაბარების თაობაზე. ამის გარკვევის შემდგომ კი დგინდება მხარეს ხომ არ გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ფორს-მაჟორი ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას.მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მოპასუხე მხარემ იშუამდგომლოს სასამართლოსთან და მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მის სასარგებლოდ. ხოლო თუ მოპასუხე შუამდგომლობას არ წარადგენს, სასამართლო საქმეს დატოვებს განუხილველად. მოპასუხე მხარის ინტერესი შესაძლოა არ იყოს საქმის განუხილველად დატოვება ან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ასეთ დროს სასამართლო უფლებამოსილია, გადადოს საქმის განხილვა გონივრული ვადით.

მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობისას, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის მსგავსად, პირველ რიგში, დგინდება სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაშიც საჭიროა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სასამართლოსთან, რომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დაუსწრებელი, გადაწყვეტილება, გამოტანა, საფუძვლები, სასამართლო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

ვრცლად

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

ვრცლად

როდის გამოქავს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

როდის გამოქავს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

ვრცლად

სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

ვრცლად

როდის უნდა წარვადგინოთ შესაგებელი

როდის უნდა წარვადგინოთ შესაგებელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp