iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?
იურიდიული სტატია

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

29-11-2022, 12:07 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 367 ნახვა
რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლო გადაწყვეტილებისგან და მისი მიღება დაიშვება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების არსებობისას.

სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:

1) თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მხარე (მოსარჩელე ან მოპასუხე). გამოუცხადებლად ითვლება; ასევე, მხარე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე;

2) თუ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს შესაგებელს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ასეთ პირობებში, სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას იღებს საქმის ზეპირ მოსმენაზე განხილვის გარეშე.

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღი, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მოპასუხე იშუამდგომლებს.

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე მხარე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თაობაზე და მოსარჩელე მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლება სასამართლოს მიერ საკითხის დამატებით გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარჩელის სამართლებრივ გამართულობას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის გამოუცხადებლობის მიუხედავად, სასამართლო მოსარჩელეს უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის პირობებში მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას. ამ შემთხვევაში, მოპასუხე სანქციონირებულია იმით, რომ მისგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება. მას შეუძლია, გამოთქვას მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სარჩელში მითითებული გარემოებების მიმართ.

როგორ ხდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება?

დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და მისი გასაჩივრება დასაშვებია კანონით დადგენილი წესით. მხარეს, უფლება აქვს გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაშიგადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს. მხარის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაამტკიცებს, რომ სასამართლო სხდომაზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ გამოცხადდა ან ვერ შეიტანა შესაგებელი (მაგალითად, არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ - არ მიუღია უწყება; ადგილი ჰქონდა გადაულახავი დაუძლეველი ძალის მოქმედებას; მხარე იყო ავად, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე ან არსებობს რაიმე სხვა მიზეზი, რომელსაც სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: dauswrebeli gadawyvetileba, sasamartlo, mxareebi, mosarchelis gamoucxadebloba, mopasuxis gamoucxadebloba, shesageblis warmoudgenloba, dauswrebeli gadawyvetilebis gasachivreba, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სასამართლო, მხარეები, მოსარჩელის გამოუცხადებლობა, მ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

ვრცლად

ნაფიცი მსაჯულთა უფლებები

ნაფიცი მსაჯულთა უფლებები

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შესახებ

ვრცლად

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს, ცოლ-ქმრის უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp