iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება
იურიდიული სტატია

სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

20-04-2023, 12:23 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 346 ნახვა
სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლო შეტყობინებების გაგზავნის სხვადასხვა საშუალებებს. კერძოდ, სასამართლო შეტყობინება იგზავნება ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელების გზით.

სამართლო შეტყობინებების ჩაბარება საჯაროდ გავრცელების გზით შესაძლებელია კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო უნდა ეცადოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მითითებული რომელიმე საშუალებებით ჩააბაროს მხარეს სასამართლო შეტყობინება. თუ ამოიწურა მხარისათვის ზემოთ მითითებული საშუალებებით სასამართლო შეტყობინებების ჩაბარების შესაძლებლობა ან თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლო იყენებს საჯარო შეტყობინებას.

საჯარო შეტყობინება ხორციელდება ორ შემთხვევაში:

1. როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან

2. მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება.

საჯარო შეტყობინება გამოიყენება, თუ უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი სარჩელის აღძვრისას. მოსარჩელესთან მიმართებით არ შეიძლება საჯარო შეტყობინების გამოყენება.

თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა მოსარჩელეს მითითებული აქვს მოპასუხის უკანასკნელი ადგილსამყოფელის ან სამუშაო ადგილის მისამართი, სასამართლო შეტყობინება გაიგზავნება მოპასუხის უკანასკნელი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მიხედვით და თუ ვერ მოხერხდება მოპასუხისათვის სასამართლოს შეტყობინების ჩაბარება, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგაა სასამართლო უფლებამოსილი გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

საჯარო შეტყობინება გამოიყენება, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია, თუმცა მას უწყება ვერ ჩაბარდა დამატებით ერთხელ მაინც გაგზავნის შემდეგაც კი.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საჯარო შეტყობინების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მხარეთა მიერ თავიანთი მისამართის მითითების შემთხვევაში.

თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება სასამართლო უწყება, იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება და სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება), იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება მხარისათვის და კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება (განჩინება) შევა კანონიერ ძალაში და მხარე ვეღარ შეძლებს მის გასაჩივრებას.

თუ საჯარო შეტყობინებით ვრცელდება განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და გზავნილი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გადაცემისა და მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად ვადის დანიშვნის შესახებ, იგი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება მოპასუხისათვის და განჩინებაში მითითებულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იქნება კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობისას გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სასამართლო, საჯარო, გავრცელება, შეტყობინების
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შესაგებელი და სასამართლო უწყების ჩაბარება

შესაგებელი და სასამართლო უწყების ჩაბარება

ვრცლად

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

ვრცლად

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

ვრცლად

სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი

ვრცლად

სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლება

სასამართლო აქტის გასაჩივრების უფლება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp