iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საქართველოს ტერიტორიაზე ,,ნასამართლობის შესახებ” ცნობის აღება,თარგმნა,აპოსტილი,ლეგალიზაცია, სანოტარო დამოწმება
იურიდიული სტატია

საქართველოს ტერიტორიაზე ,,ნასამართლობის შესახებ” ცნობის აღება,თარგმნა,აპოსტილი,ლეგალიზაცია, სანოტარო დამოწმება

12-09-2022, 20:41 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები 2 011 ნახვა
საქართველოს ტერიტორიაზე ,,ნასამართლობის შესახებ” ცნობის აღება,თარგმნა,აპოსტილი,ლეგალიზაცია, სანოტარო დამოწმება

ნასამართლეობა

ნასამართლეობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება,ინფორმაცია ფიზიკური პირის ნასამართლეობისა და ძებნის შესახებ. ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე;

ბ) პირის პირადობის მოწმობა.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან ხუთი დღის შემდეგ უფასოდ და მოქმედებსმომდევნო თხუთმეტი დღის განმავლობაში. ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში,დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დაჩქარებული მომსახურებისათვის კანონითდადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არსებობს დაჩქარებული მომსახურების სამი სახე:

1. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 2 სამუშაო დღის განმავლობაში

2. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 1 სამუშაო დღის განმავლობაში

3. ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათის განმავლობაში

პირზე ნასამართლეობის ცნობა შეიძლება გაიცეს მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მისმა მარწმუნებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი და მინდობილობა, ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა თუ არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ინფორმაციის გაცემას.


ლეგალიზაცია და აპოსტილი

რას ნიშნავს ლეგალიზაცია და აპოსტილით დოკუმენტის დამოწმება?

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის უტყუარობის (ავთენტურობის) დამოწმებას.

სააგენტო ახორციელებს სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას და ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის თარგმნას.

დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰამა, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბოტსვანა, ბრუნეი დარუსალამი, ბულგარეთი, კაბო ვერდე, ჩინეთი (ჰონ-კონგი), ჩინეთი (მაკაო), კოლუმბია, კუკის კ-ები, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, დომინიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ-სალვადორი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, მაკედონია, გერმანია, გრენადა, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლესოთო, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალავი, მალტა, მარშალის კ-ები, მავრიკია, მექსიკა, მონაკო, მონღოლეთი, მონტენეგრო, ნამიბია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნიუე, ნორვეგია, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სანტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სან-მარინო, სან-ტომე და პრინსიპი, სერბია, სეიშელი, სლოვაკია, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, სურინამი, სვაზილანდი, შვედეთი, შვეიცარია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, აშშ, ვანუატუ , ვენესუელა.

თუ დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სხვა სახელმწიფოში, რომელიც არ შედის ზემოთ მითითებული სახელმწიფოების ჩამონათვალში, იგი ექვემდებარება ლეგალიზაციას.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრი ერთერთ შემდეგ სახელმწიფოში:

აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა.


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: apostili, apostiliT damowmebis uzrunvelyofa da gamogzavna, apostilit damowmeba, nota
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

ვრცლად

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

ვრცლად

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში

ვრცლად

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება

ვრცლად

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp