iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მემკვიდრეობის ძირითადი საკითხები და პრობლემები
იურიდიული სტატია

მემკვიდრეობის ძირითადი საკითხები და პრობლემები

30-12-2022, 12:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა 294 ნახვა
მემკვიდრეობის ძირითადი საკითხები და პრობლემები

საქართველოში მტკიცედ არსებობს ტენდენცია რომლის მიხედვითაც მემკვიდრეები მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ახსენებენ ხოლმე მემკვიდრეობის მიღებას და შესაბამისი პროცედურის დაწყებას, რაც ხშირ შემთხვევებში პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება. ამიტომ, მართებულად ჩავთვალეთ მემკვიდრეობის საკითხზე ზოგადი, მაგრამ ფუძემდებლური განმარტებები გაგვეკეთებინა.

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სამკვიდროს მიღების 6 თვიან ვადას გავუშვებთ, ამის შემდეგ უკვე სხვადასხვა ვარიაციები არსებობს სამკვიდროს მისაღებად, ზოგიერთით შეიძლება მივიდეთ შედეგამდე კოლოსალური დანახარჯებით, ზოგიერთით შეიძლება ვერ მივიდნენ შედეგამდე მიუხედავად დანახარჯებისა და საქმე მეტად გავირთულოთ, ასე რომ კვალიფიციური იურისტის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად და მინიმალური დროისა და ფინანსური სახსრების დანახარჯებით შედეგზე გასასვლელად.

არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა.

კანონით მემკვიდრეობის მიღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ცოცხლები არიან მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის, ასევე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლები დაიბადებიან.

ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს ყველა პირი, რომელიც მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია, ასევე ჩანასახიც, მიუხედავად იმისა იგი მამკვიდრებლის შვილია თუ არა, ასევე ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს იურიდიული პირიც, იმ შემთხვევაში თუ მასზე სამეწარმეო რეესტრში არსებობს რეგისტრირებული მონაცემი.

კანონით მემკვიდრეობის დროს არსებობს რიგითობა, რომლის დაცვაც სავალდებულოა. ყოველი წინა რიგის მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას.

I რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მამკვიდრებლის შილები, მათ შორის მისი გარდაცვალების შემდეგ დაბადებული, ასევე ნაშვილები; მშობლები, მეუღლე;

II რიგის მემკვიდრეებს მიეკუთვნებიან დები და ძმები, ან მათი შვილები, თუ დები და ძმები სამკვიდროს გახსნის მომენტში გარდაცვლილები არიან.

III რიგის მემკვიდრეებს პაპა, ბებია ან თუ ისინი ცოცხლები აღარ არიან აღმავალი ხაზის ნათესავები.

IV რიგში ბიძები და დეიდები, მამიდები;

V ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ან თუ ისინი ცოცხლები აღარ არიან- მათი შვილები.

სამკვიდროს მიღების პროცედურას აქვს თავისი საკუთარი, მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციები, სხვადასხვა ვარიაციები.

ძირითადი პრობლემები რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ და რეკომენდებულია დაგეხმაროთ ადვოკატი არის:

1) ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული დავები;

2) ქორწინების გარეშე შობილი ბავშვის მამის მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებული დავები;

3) სამკვიდროს დაცვა-მართვასთან დაკავშირებული დავები;

4) ანდერძის მემკვიდრეობისას პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებული დავები;

5) მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობა- მართვით სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დავები;

6) კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების საკითხი;

7) სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ან უღირს მემკვიდრედ ცნობა;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: memkvidreoba, anderdzit memkvidreoba, kanonit memkvidreoba, memkvidreebi, samkvidro, samkvidro mowmoba, anderdzi, მემკვიდრეობა, ანდერძით მემკვიდრეობა, კანონით მემკვიდრეობა, მემკვიდრეები, სამკვიდრო, სამკვიდრო მოწმობა, ანდერძი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ არის მემკვიდრე?

ვინ არის მემკვიდრე?

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

ვრცლად

საკუთრების უფლების რეგისტრაცია მემკვიდრეობის საფუძველზე

საკუთრების უფლების რეგისტრაცია მემკვიდრეობის საფუძველზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp