iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ალიმენტი
იურიდიული სტატია

ალიმენტი

20-12-2022, 17:53 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ალიმენტის დაკისრება / განქორწინება / ოჯახური დავები 459 ნახვა
ალიმენტი

ალიმენტზე საუბრისას ძირითადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას გულისხმობენ, თუმცა ეს გაცილებით ფართო ცნებაა. როგორც წესი, მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე – შრომისუუნარო შვილები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. საერთოდ, ალიმენტის დანიშვნის საჭიროება განქორწინების შემდეგ წამოიქმნება. თანხის რაოდენობას მშობლები ადგენენ ურთიერთშეთანხმებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეთანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

ალიმენტის დავას სასამართლო წყვეტს: ორივე მშობლის შემოსავალი დგინდება და ამის მიხედვით ინიშნება ალიმენტიც. რაც უფრო ნაკლებია შემოსავალი, გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ალიმენტის ოდენობა შემოსავლის მესამედი, ან მეოთხედი უნდა იყოს.

შეიძლება მშობლები ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ალიმენტის გადახდა მაინც დაეკისროს პირს, რომელიც საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. ასე რომ, მშობლების ერთად ცხოვრება ალიმენტის დაკისრებას არ გამორიცხავს.

თუ მშობელს დედობის (მამობის) უფლება აქვს ჩამორთმეული, ის თავისუფალია ალიმენტის გადახდისგანაც და მიღებისგანაც: როდესაც ასაკში შევა, კანონი მის შვილს აღარ აკისრებს, რომ მშობელი არჩინოს, მოუაროს და ალიმენტი გადაუხადოს, თუმცა ასეთი მამის (ან დედის) შვილი მშობლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის მიღების უფლებას ინარჩუნებს.

თუ შვილი შრომისუუნაროა, მაშინ მშობელს 18 წლის ასაკის შემდეგაც ევალება მისთვის ალიმენტის გადახდა. გარდა ამისა, მშობელი ვალდებულია მის აღზრდაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

მშობლების მიმართ მოვალეობები შვილებსაც აქვთ, და-ძმებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ, ასევე – ბებია-ბაბუას და შვილიშვილებს. როდესაც შვილი თავის შრომისუუნარო მშობელზე არ ზრუნავს, სასამართლომ შეიძლება ალიმენტის გადახდა დააკისროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: alimenti, ganqorwineba, ojaxuri dava, bavshvi, mshoblebi, mshoblis valdebuleba, ალიმენტი, განქორწინება, ოჯახური დავა, ბავშვი, მშობლები, მშობლის ვალდებულება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ვრცლად

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp