Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მშენებარე ბინის შეძენა

მშენებარე ბინის შეძენა


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, დაუმთავრებელ  კორპუსში ბინის შეძენისას. 

პირველ რიგში გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერები. დარწმუნდით, რომ ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის. გამყიდველი თუ იურიდიული პირია, მაგალითად შპს, შეამოწმეთ ამ შპს-ს ამონაწერი, ნახეთ ვინ არიან მეწილეები და რა მდგომარეობა აქვთ მათ. 

უძრავი ქონების რეესტრიდან მიიღებთ, ხოლო იურიდიული პირის შესახებ კი ბიზნეს რეესტრის საშუალებით. მიაქციეთ ყურადღება თუ როდის განახლდა ამონაწერი, თუ ძველია ამონაწერი, აუცილებლად უნდა განაახლოთ.

იმ შემთხვევაში თუ განშლაა გაკეთებული, ესეიგი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით, მოთხოვნა უნდა განსაზღვროთ თქვენივე ბინის საკადასტრო კოდის მიხედვით. გაარკვიეთ თუ როგორ ფინანსდება მშენებლობა და დაზღვეულია თუ არა ის.

მოიკვლიეთ ასაშენებელი კორპუსის სამშენებლო დოკუმენტაცია.  დარწმუნდით, რომ   მშენებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული, მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევებისათვის  შეჩერება არ ემუქრებათ.  

მას შემდეგ რაც თქვენ დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია,  დგება ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება მთავარი დაცვის მექანიზმია და შესაბამისად ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენს ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს, რადაგან ეს გადამწყვეტი იქნება დავის წარმოქმნის შემთხვევაში. მიზანშეწონილია, რომ შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი დაუკავშიროთ მშენებლობის გრაფიკს. მაგალითად: თუ ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ ნასყიდობის საფასური, განსზღვრეთ, რომ თანხის გადახდა განხორციელდება მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე.

სამ თვეში აშენდა ორი სართული, თქვენ იხდით გრაფიკით განსაზღვრული თანხის ნაწილს, არ აშენდა ეს ორი სართული, არ იხდით არაფერს სანამ არ აშენდება. აშენების გრაფიკის დარღვევისთვის განსაზღვრეთ პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულებისათვის კი ჯარიმა.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები