Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ალიმენტის მოთხოვნა და დაკისრება

ალიმენტის მოთხოვნა და დაკისრება


ალიმენტი არის ყოველთვიური გადასახადი, არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობის სახე. 

განქორწინებისას მეუღლეები თანხმდებიან ქონებრივ და არაქონებრივ/ პირად საკითხებზე. შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებით შეთანხმებაც. ამ შეთანხმების შედეგია მათი შემდგომი ცხოვრების სტილიც. სსკ ამბობს, რომ მეუღლეები თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებმა საკუთარი ძალებით ვერ გადაწყვიტეს ალიმენტის საკითხი, შემდეგ აღნიშნულს სასამართლო წყვეტს.

 მოსამართლე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მეუღლეთა ფინანსურ მდგომარეობას, ოჯახურ მდგომარეობას და არასრულწლოვანი შვილის ფინანსურ საჭიროებებს. სწორედ ამ ორი ინტერესის ჭიდილის საფუძველზე დგინდება ალიმენტის სამართლიანი ოდენობა.

ალიმენტს სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი დათვლის შედეგად.

ალიმენტის დაკისრება ხორციელდება იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც საცხოვრებლად რჩებიან არასრულწლოვანი/ შრომისუუნარო შვილები. 

უკვე იშვიათობას აღარ განეკუთვნება შემთხვევები, როცა მამები მოგვმართავენ ალიმენტის მოთხოვნის მიზნით. 

იმისათვის, რომ მოპასუხეს დავაკისროთ ალიმენტი, საჭიროა შესაბამისი ფორმით შედგენილი სარჩელის შეტანა, მოთხოვნის სწორად ფორმულირება და შესაბამისი არგუმენტაცია, რაშიც დაგეხმარებათ კვალიფიციური ადვოკატი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფიქსირებული სახდელისა, მოპასუხე მხარე არ თავისუფლდება დამატებით გაზრდილ ხარჯებში მონაწილეობისაგან, მიუხედავად იმისა რა თანხით განისაზღვრება ალიმენტი. 

ეს არის  ხარჯები,  რომლის გათვალისწინებაც ალიმენტის მოთხოვნის დროისთვის შეუძლებელი იყო.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები